ცნობილია თანხა, რომელსაც მბაპე რეალისგან კონტრაქტის გაფორმებისთვის ბონუსად მიიღებს

მადრიდის რეალმა და კილიან მბაპემ ყველა დეტალი შეათანხმეს და ტრანსფერი ოფიციალურად რამდენიმე დღეში დაიხურება.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფრანგი ფეხბურთელი სამეფო კლუბისგან კონტრაქტის გაფორმების ბონუსად 100 მილიონ ევროს მიიღებს - შეგახსენებთ, რომ მბაპე რეალში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადადის.
კილიან მბაპე პსჟ-ს ღირსებას 2017 წლიდან იცავდა, 306 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 255 გოლთან ერთად 108 ასისტი გაიფორმა და 14 ტიტული მოიპოვა.