ავტორიზაცია

ლუკას ვასკესი რეალში რჩება

ლუკას ვასკესი რეალში რჩება
თარიღი 03 Jun 2024, 13:25
მადრიდის რეალის უკანახაზელი ლუკას ვასკესი, კლუბში კიდევ ერთი წლით დარჩება. ესპანელი თავისუფალი აგენტი უნდა გამხდარიყო, მაგრამ კლუბმა მისი შენარჩუნება გადაწყვიტა, რადგან ის კარგად ჯდება კარლო ანჩელოტის სქემაში, მისი იმედი იტალიელ მწვრთნელს ყოველთვის აქვს და ვასკესის უნივერსალიზმი მართლაც დასაფასებელია. ესპანელი როგორც მარჯვენა მცველად ასევე შემტევადაც თამაშობს. ესპანელის წაყვანა ამერიკის და საუდის არაბეთის გუნდებს სურდათ, მაგრამ თვითონ მოთამაშეც თანახმაა გუნდში დარჩენაზე

ესპანელი მთელი კარიერა რეალის ღირსებას იცავს სამეფო კლუბის მაისურით 350 შეხვედრა აქვს ჩატარებული რა დროშიც, 36 გოლის გატანა მოახერხა. ლუკას ვასკესმა ლა ლიგა 4 ჯერ მოიგო ხოლო ჩემპინთა ლიგის თასი 5 ჯერ.