ავტორიზაცია

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე არსენალს 19 ფეხბურთელი დატოვებს

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე არსენალს 19 ფეხბურთელი დატოვებს
თარიღი 03 Jun 2024, 17:27
ლონდონის არსენალმა დაადასტურა, რომ მიმდინარე ზაფხულში კლუბს 19 ფეხბურთელი დატოვებს. "მეთოფეებმა" მათი თავისუფალი აგენტის სტატუსით გაშვება გადაწყვიტა.

წამსვლელთა სიაში არიან მოჰამედ ელნენი და სედრიკ სოარეშიც, თუმცა აღნიშნულ 19 მოთამაშეს შორის, ძირითადად, აკადემიის ფეხბურთელები მოხვდნენ, რომლებზეც ინგლისური გუნდი იმედებს არ ამყარებს.

სრული სია კი ასეთია: მაურო ბანდეირა, ომარი ბენჟამინი, ლუის ბრაუნი, კეტელინ კირიანი, ნოა კუპერი, ჰენრი დევისი, ოვი ეჯეჰერი, მოჰამედ ელნენი, ტეილორ ფორანი, ჰუბერტ გრაჩიკი, ჯეიმს ჰილსონი, ჰენრი ჯეფკოტი, ტაირის ჯონ-ჯულსი, ალეხ კირკი, ჯეიმს ლანინ-სვიტი, არტურ ოკონკვო, კამარნი რაიანი, სედრიკ სოარეში, კიდო ტაილორ-ჰარტი.

კლუბის განცხადებაში ვკითხულობთ: "ყველა ფეხბურთელს გაწეული სამუშაოსთვის მადლობას ვუხდით. ისინი ყოველთვის არსენალის ოჯახის წევრები იქნებიან და მომავალში ჯანმრთელობასა და ბედნიერებას ვუსურვებთ."