ავტორიზაცია

10 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი მსოფლიოში

10 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი მსოფლიოში
თარიღი 16 Jan 2015, 23:00
GOAL.GE მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების 10-ეულს გთავაზობთ. 1. ლიონელ მესი, 120 მლნ ეს ალბათ ის იშვიათი მოვლენაა, როცა transfermarkt-ი ცდება. ლიონელ მესის სატრანსფერო ღირებულება 120 მლნ-ზე გაცილებით მეტია, რაზეც ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაციებიც მეტყველებს. ლონდონის "ჩელსი" მზად არის არგენტინელი ფორვარდის სანაცვლოდ 220 მლნ ევრო გადაიხადოს, ხოლო "პსჟ" მესის ყიდვას 2016 წელს ზლატანის წასვლის შემდეგ 200 მლნ ევროდ შეეცდება. მიუხედავად ამისა, "ბარსელონა" საკუთარი სუპერვარსკვლავის გაყიდვას არანაირი თანხის სანაცვლოდ არ აპირებს. 2. კრიშტიანუ რონალდუ, 120 მლნ არც აღნიშნული ფასია კრიშტიანუ რონალდუსთვის რეალური, თუმცა ის უფრო ნაკლები ღირს, ვიდრე მესი. ამის დასამტკიცებლად შეიძლება ის მარტივი მაგალითი მოვიყვანოთ, რომლის მიხედვითაც "წითელი ეშმაკები" ზაფხულში პორტუგაიელის სანაცვლოდ 160 მლნ-ს იხდიდნენ. აღნიშნულ თანხაზე მეტს მადრიდელებს რონალდუს სანაცვლოდ არცერთი კლუბი არ სთავაზობს. 3. გარეტ ბეილი 80 მლნ გერმანულმა გამოცემამ გარეტ ბეილი 80 მლნ-ად შეაფასა. თუმცა მადრიდის "რეალში" გადასვლის შემდეგ ბეილის სატრანსფერო ღირებულება არ იზრდება. ვარაუდობენ, რომ უელსელის მომავალი "რეალთან" დაკავშირებული არ არის, ამიტომაც შესაძლოა ბეილი მალე სხვა კლუბში ვიხილოთ. 4. ნეიმარი, 70 მლნ ჯერ კიდევ არ დაზუსტებულა ის სატრანსფერო თანხა, რის სანაცვლოდაც ნეიმარი "ბარსელონაში" გადავიდა. ბრაზილიელი ვარსკვლავი მსოფლიოს ჩემპიონატამდე 50 მლნ ევროდ ფასდებოდა, ხოლო მუნდიალზე ნაჩვენები კარგი თამაშის შემდეგ ნეიმარის ღირებულება 60 მლნ-მდე გაიზარდა. 5. ანხელ დი მარია, 65 მლნ არგენტინელმა ფეხბურთელმა სატრანსფერო ღირებულების მიხედვით ყველაზე დიდი პროგრესი განიცადა. რამდენიმე წლის წინ მადრიდის "რეალი" დი მარიას გაყიდვას 30 მლნ ევროდ აპირებდა, თუმცა არგენტინელმა ფეხბურთელმა გაზაფხულზე ფენომენალური თამაში აჩვენა, ის ბრწყინვალე იყო ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც და მოგვიანებით მუნდიალზეც. სწორედ ამიტომ მოუწია "მანჩესტერ იუნაიტედს" დი მარიას სანაცვლოდ არა 30-ის, არამედ 75 მლნ ევროს გადახდა. 6. ხამეს როდრიგესი, 60 მლნ ყველასთვის ცნობილია, რომ ხამესის სატრანსფერო ფასმა მუნდიალის შემდგომ მოიმატა. გასულ წელს, მაშინ როცა ხამესი "მონაკოში" თამაშობდა, მისი სატრანსფერო ღირებულება 35 მლნ ევროს შეადგენდა. ხამესმა ზაფხულში კოლუბია თითქმის მარტომ გაიყვანა 1/4 ფინალამდე და მსოფლიოში საუკეთესო გოლის ჯილდოც მიიღო. პლუს ამას, ხამესი მუნდიალის საუკეთესო ბომბრდირიც გახდა. ყოველივე ამის გამო "ბლანკოსმა" ხამესში 80 მლნ ევრო გადაიხადა. 7. ლუის სუარესი, 60 მლნ როდრიგესის მსგავსად სუარესიც 80 მლნ ევროდ გაიყიდა. transfermarkt-ის ცნობით, სუარესის ფასმა "ბარსელონაში" გადასვლის შემდეგ 8 მლნ-ით მოიმატა. ურუგვაელი ფეხბურთელი ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ფორვარდია მსოფლიოში. 8. რადამელ ფალკაო, 55 მლნ ფალკაო 10-ეულიდან ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც თავის ფასს ვერ ამართლებს. "ატლეტიკოში" ჩატარებული წარმოუდგენელი სეზონის შემდეგ კოლუმბიელის ღირებულება ერთიორად გაიზარდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ფალკაომ "ატლეტიკო" დატოვა, მისი ღირებულება იმავე ტემპით კლებულობს, რამდენითაც იზრდებოდა. თავდამსხმელი ვერც "მანჩესტერში" ათამაშდა. სავარაუდოთ, სეზონის ბოლოს ფალკაოს ღირებულება მკვეთრად შემცირდება. 9. ლუკა მოდრიჩი, 55 მლნ 2013 წლის შემდეგ ხორვატი ნახევარმცველის ფასმა 15 მლნ-ით მოიმატა. ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ მოდრიჩი "რეალის" საკვანძო ფიგურად ჩამოყალიბდა. მოდრიჩი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ფეხბურთელია. 10. პოლ პოგბა, 50 მლნ ჩვენი ათეულის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი პოლ პოგბაა. ფრანგი ფეხბურთელი წარმოუდგენლათ სწრაფად პროგრესირებს. მის პროგრესთან ერთად ფეხბურთელის ფასიც იზრდება. Tuttosport წერს, რომ მადრიდის "რეალი" სამომავლოდ პოგბას შეძენას 100 მლნ ევროდ შეეცდება. 21 წლის ჰავბეკის ფასის მკვეთრი ზრდა გარკვეულ წილად იმანაც განაპირობა, რომ პოგბა 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს.

ინფორმაციის წყარო: transfermarkt.de

ნიკა ნოზაძე, სპეციალურად GOAL.GE-სთვის