ავტორიზაცია

ოფიციალურად: კილიან მბაპე რეალის ფეხბურთელია

ოფიციალურად: კილიან მბაპე რეალის ფეხბურთელია
თარიღი 04 ივნ 2024, 00:31
მადრიდის რეალმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ფრანგი ვარსკვლავი, კილიან მბაპე "სამეფო კლუბში" ითამაშებს.

"ოცნება ამიხდა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ოცნების კლუბში გადმოვედი. ვერავინ ახსნის, ახლა როგორი აღფრთოვანებული ვარ.

მადრიდისტებო, თქვენს ნახვას მოუთმენლად ველი. მადლობა დაუჯერებელი მხარდაჭერისთვის.

Hala Madrid!", - განაცხადა მბაპემ "ლოს ბლანკოსთან" 5-წლიანი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ.

მბაპე რეალს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მადრიდულ გუნდთან მისი კონტრაქტი 2029 წლამდე იქნება ძალაში.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ფრანგი რეალში წლიურად 10-15 მილიონ ევროს მიიღებს. ეს იმ თანხის მესამედია, რომელსაც იგი პარი სენ-ჟერმენში იღებდა და თითქმის ნახევარი, რასაც ფლორენტინო პერესი 2022 წელს სთავაზობდა.