ავტორიზაცია

ედი ნკეტია არსენალს ტოვებს?

ედი ნკეტია არსენალს ტოვებს?
თარიღი 04 ივნ 2024, 13:31
Sun Sport-ის ინფორმაციით არსენალი მზადაა პრემიერ ლიგის კლუბების შემოთავაზება განიხილოს და ედი ნკეტია გუნდიდან გაუშვას. ფულემი მზადაა ფეხბურთელში 30 მილიონი გადაიხადოს. ფულემის გარდა ინგლისელი ფეხბურთელით სხვა პრემიერ ლიგის კლუბები არიან დაინტერესებული (ვულვზი, კრისტალ პალასი და ევერტონი).

ფეხბურთელმა წლევანდელ სეზონში ყველა ტურნირზე 37 მატჩი ჩაატარა და 6 გოლთან ერთად 3 საგოლე გადაცემით გამოირჩა.