» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

ჩემპიონთა ლიგა: ოთხშაბათის მატჩების ანონსი



Goal.Ge და ინტერნეტ ტოტალიზატორი www.iveriabet.com ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დღევანდელი მატჩების ანონსს გთავაზობთ. E ჯგუფი "რომა" - "მანჩესტერ სიტი" (23:45) ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი "ოლიმპიკოზე" გაიმართება, სადაც ადგილობრივი "რომა" ინგლისურ "მანჩესტერ სიტის" უმასპინძლებს. "მანჩესტერ სიტიმ" გასულ ტურში მიუნხენის "ბაიერნს" სძლია და შემდეგ ეტაპზე გასვლის რეალური შანსი მოიპოვა. დღეს მანუელ პელეგრინის შეგირდებს მხოლოდ გამარჯვება სჭირდებათ. რომაელები შემდეგ ეტაპზე საყაიმო რეზულტატის შემთხვევაშიც გადიან, რადგან "ცსკა" რომ "ბაიერნს" "ალიანს არენაზე" ვერ დაამარცხებს, ამაში მოსკოველების გარდა ეჭვი არავის ეპარება. რომაელებმა სერია ა-ს გასულ ტურში "სასუოლოს" უმასპინძლეს. რუდი გარსიას შეგირდები თავიდან 2:0-ს მარცხდებოდნენ, თუმცა თამაშის შემოტრიალება და თავიანთ აქტივში ერთი ქულის ჩაწერა მაინც მოახერხეს. "მანჩესტერ სიტიმ" პრემიერ-ლიგაში "ევერტონს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში მეტოქე მინიმალური ანგარიშით (1:0) დაამარცხა. ინგლისელები დღევანდელ მატჩს ძალიან დიდი დანაკლისით ხვებიან. "ევერტონთან" შეხვედრაში სერიოზული ტრავმა მიიღო სერხიო აგუერომ, რომელმაც მოედანი თვალცრემლიანმა დატოვა. არგენტინელი ვარსკვლავის გარდა დღევანდელ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო იაია ტურე გამოტოვებს. ტრავმის გამო შესაძლოა "ქალაქელებს" ვინსენტ კომპანი და დავიდ სილვაც დააკლდეს. 4 უდავოდ გამორჩეული ფიგურის დაკარგვა "სიტის" გულშემატკივრებისთვის — დიდი დარტყმაა. რომაელების დანაკლისად შესაძლოა ჩაითვალოს მხოლოდ ბერძენი მარჯვენა მცველი, ტოროსიდისი, რომელსაც მაიკონი ჩაანაცვლებს. რუდი გარსიას გუნდში ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე დიდი კონკურენციაა. კეიტა და დე როსი საყრდენ ფაზაში ბრწყინვალედ მოქმედებენ. ნაინგოლანიც და პიანიჩიც კარგ ფორმაში იმყოფებიან. ამ უკანასკნელმა "ინტერთან" გამართულ მატჩში დუბლის გაფორმებაც შეძლო. სტროოტმანი გუნდს გასულ ტურში დაუბრუნდა, თუმცა ჰოლანდიელი ოპტიმალური ფორმისგან ძალიან შორსაა. ასეა თუ ისე, რუდი გარსიას ზემოდ ხსენებული 5 ჰავბეკიდან 3-ის არჩევა მოუწევს. სავარაუდო შემადგენლობები: "რომა": დე სანქტისი — მაიკონი, მანოლასი, იანგა-მბივა, ჰოლებასი — დე როი, კეიტა, ნაინგოლანი — ლიაიჩი, ტოტი, ჟერვინიო "მან სიტი": ჰარტი — სანია, კომპანი, დემიკელისი, კლიში — ხესუს ნავასი, ფერნანდო, ფერნანდინიო, მილნერი, ნასრი — ჯეკო "ბაიერნი" - "ცსკა" (23:45) ის ფაქტი, რომ მიუნხენის "ბაიერნს" პირველი ადგილი განაღდებული აქვს, მოსკოველთა ამოცანას სულარ არ აადვილებს. "არმიელებს" შემდეგ ეტაპზე გასასვლელად "ალიანს არენაზე" მხოლოდ გამარჯვების მოპოვება სჭირდებათ. ხოსეპ გუარდიოლა ცდილობს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდა ფეხბურთელს მისცეს შანსი. "მანჩესტერ სიტისთან" შეხვედრაში გუარდიოლამ მოედანზე როდე და ჰეიბერგი გაიყვანა, რომლებმაც საკმაოდ კარგად ითამაშეს. დიდი ალბათობით, "ბაიერნი" დღევანდელ შეხვედრაში მოედანზე ახალგაზრდა მოტივირებული ფეხბურთელებით გავა, რომლებიც თავის გამოსაჩენად უკან არაფერზე დაიხევენ. დაცვის ცენტრში ბოატენგი-ბენატიას ნაცვლად შესაძლოა ვან ბუიტენი-დანტეს წყვილი ვიხილოთ, რადგან ბენატია მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს, ხოლო ბოატენგი გუნდის ძირითად შემადგენლობაში რეგულარულად ხვდება და დასვენება სჭირდება. "ცსკა" მოედანზე მებრძოლი გუნდით გავა. დიდი ალბათობით, "არმიელთა" რიგებიდან მუსა-დუმბიას წყვილი შეუტევს. ეს ფეხბურთელები წარმოუდგენელი სისწრაფითა და კარგი ტექნიკით გამოირჩევიან, ამიტომაც "ბაიერნს" დაცვის ხაზში ფრთხილად თამაში მოუწევს. სავარაუდო შემადგენლობები: "ბაიერნი": ნოიერი — რაფინია, დანტე, ბოატენგი, ბერნატი — როდე, ჰეიბერგი, შვაინშტაიგერი — გიოტცე, მიულერი, შაქირი "ცსკა": აკინფეევი — მარიო ფერნანდესი, ვ. ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, შენიკოვი — ვერნბლუმი, ნეტხო — ძაგოევი, ერემენკო, მუსა — დუმბია სატურნირო მდგომარეობა: 1. ბაიერნი - 12ქ 2. რომა - 5ქ 3. მანჩესტერ სიტი - 5ქ 4. ცსკა 5ქ F ჯგუფი "ბარსელონა" - "პსჟ" (23:45) ორივე გუნდს შემდეგი ეტაპის საგზური მოპოვებული აქვს. ეს შეხვედრა კი ჯგუფის გამარჯვებულს გამოავლენს. პირველ წრეში ფრანგებმა კატალონიელები დამაჯერებელად (3:1) დაამარცხეს, ამიტომაც დღეს "ლურჯ-ბროწეულისფრები" რევანშის აღებას შეეცდებიან. დღეს მოედანზე ორივე გუნდი ოპტიმალური შემადგენლობით გავა, "პსჟ"-ს პირველ ადგილზე დარჩენისთვის ფრეც აწყობს, ხოლო "ბარსელონას" მხოლოდ გამარჯვება სჭირდება. სწორედ ამიტომ, დღეს დიდი ალბათობით, გახსნილ, სანახაობრივ და უხვგოლიან მატჩს ვიხილავთ. ლორან ბლანმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თავისი გუნდისთვის პირველი ადგილის დაკავება მნიშვნელოვანია, თუმცა დაცვაში ჩადგომას და ფრეზე თამაშს პარიზელები არ აპირებენ. "ბარსელონა" დღევანდელ შეხვედრას თითქმის ოპტიმალური შემადგენლობიშ შეხვდება. კატალონიელებს დისკვალიფიკაციის გამო მხოლოდ დანიელ ალვეში დააკლდებაბთ. ლორან ბლანის გუნდს იოჰან კაბაიე და ბაებეკი დააკლდება. ეს უკანასკნელი ძირითადის წევრი არ არის, ხოლო კაბაიეს მატუიდი ჩაანაცვლებს. მოტას მცირე ტრავმა აქვს, ამიტომაც მისი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა, არ არის გამორიცხული, რომ იტალიელი ჩამშლელი გუნდის ძირითად შემადგენლობაში ვიხილოთ. სავარაუდო შემადგენლობები: ბარსელონა: ტერ შტეგენი — ადრიანო, პიკე, მატიე, ალბა — ბუსკეტსი, რაკიტიჩი, ინიესტა — სუარესი, მესი, ნეიმარი პსჟ: სირიგუ — ვან დერ ვილი, ტიაგო სილვა, დავიდ ლუისი, მაკსველი — მატუიდი, მოტა, ვერატი — კავანი, იბრაჰიმოვიჩი, ლავეცი "აიაქსი" - "აპოელი" (23:45) "აიაქსს" და "აპოელს" ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამარჯვება მოპოვებული არ აქვთ. ამსტერდამელები "აპოელს" მხოლოდ 1 ქულით უსწრებენ, ამიტომაც ევროპის ლიგიზ საგზურის მოპოვებას მასპინძლები ფრის შემთხვევაშიც მოახერხებენ. "აპოელს" უკან დასახევი გზა არ აქვს, დღეს ნიქოზიელები გამარჯვების მოსაპოვებლად ყვეალფერს გააკეთებენ. ამ წყვილში უდავო ფავორიტი მასპინძლელი გუნდია. "აიაქსს" დღევანდელ შეხვედრაში ტრავმის გამო რამდენიმე საკვანძო ფიგურა დააკლდება. მათ შორის არიან: სიგტორსონი, ფიშერი და ბოილესენი. "აპოელს" დისკვალიფიკაციის გამო ჟოეო გილერმე ვერ დაეხმარება. სავარაუდო შემადგენლობები: "აიაქსი": სილესენი — ვან რეინი, ველტმანი, მოისანდერი, ვირგევერი — კლაასენი, სერერო, ანდერსენი — შიონე, მილიკი, კიშნა "აპოელი": პადრო — მარიუ სერჟიო, კარლაო, პაპაცოღლუ, ანტონიადესი — ნუნუ მორაიში, ალონეფტისი — ვინისიუსი, ეფრემი, მანდუკა — შერიდანი სატურნირო მდგომარეობა: 1. პსჟ - 13ქ 2. ბარსელონა - 12ქ 3. აიაქსი - 2ქ 4. აპოელი 1ქ G ჯგუფი "ჩელსი" - "სპორტინგი" (23:45) ლონდონის "ჩელსი" ამ მატჩს მოტივაციის გარეშე ხვდება. ჟოზე მოურინიოს გუნდს ჯგუფში პირველი ადგილი განაღდებული აქვს. ამ მატჩში მინიმუმ ქულა სჭირდება "სპორტინგს", რათა შემდეგ ეტაპზე გასვლა მოახერხოს. პორტუგალიელები მდევარ "შალკეს" მხოლოდ 2 ქულით უსწრებენ. დიდი შანსია, რომ გელზენრკიხენელებმა სტუმრად "მარიბორი" დაამარცხონ, ამიტომაც "სპორტინგი" უმოტივაციო "ჩელსის" დასამარცხებლად ყველაფერს გააკეთებს. სტუმრებს დღევანდელ შეხვედრაში ძალიან კარგ ფორმაში მყოფი ლუიშ ნანი დააკლდებათ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ეგიდით ამ სეზონში 4 გოლის გატანა მოახერხა. ლუიშ ნანის გარდა "სპორტინგის" დახმარებას ვერც სოარეში მოახერხებს. დღეს ჟოზე დიდი ალბათობით, მოედანზე გადახალისებული შემადგენლობით გავა. არ არის გამორიცხული, რომ ძირითად შემადგენლობაში ვეტერანი დიდიე დროგბა ვიხილოთ. სავარაუდო შემადგენლობები: "ჩელსი": ჩეხი — ასპილიკუეტა, კეჰილი, ზუმა, ფელიპე ლუისი — რამირესი, მატიჩი, სალაჰი, შურლე — რემი, დროგბა "სპორტინგი": პატრისიუ — ნასიმენტო, მაურისიუ, სარი, სილვა — კარვალიო, მარიო, ა. სილვა — კარილიო, მანე, სლიმანი "მარიბორი" - "შალკე" (23:45) უმნიშვნელოვანესი მატჩი გაიმართება სლოვენიაში, სადაც ადგილობრივი "მარიბორი" "შალკეს" უმასპინძლებს. "მარიბორს" მხოლოდ ევროპის ლიგაზე გასვლის შანსი შემორჩა. სლოვენიელები ევროპა ლიგის საგზურს მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში მოიპოვებენ. რაც შეეხება "შალკეს", ეს შეხვედრა გერმანელთათვის ორმაგად მნიშვნელოვანია, გამარჯვების შემთხვევაში გელზენრკინელებს მე-3 ადგილი გარანტირებული ექნებათ, ხოლო თუ პორტუგალიელები "ჩელსისთან" დამარცხდებიან , დი მატეოს შეგირდები ჩემპიონთა ლიგის საგზურსაც მოიპვებენ. "შალკე" წაგების შემთხვევაში ყველაფერ დაკარგავს და ჯგუფში მე-4 ადგილს დაიკავებს. რობერტო დი მატეოს შეგირდებმა ცუდი სტარტის მიუხედავად რეაბილიტაცია მოახდინეს და ბუნდესლიგაში ზედიზედ 3 მატჩი მოიგეს. ამ გამარჯვებებით გელზენრკიხენურმა კლუბმა მე-6 ადგილზე გადაინაცვლა. სავარაუდო შემადგენლობები: "მარიბორი": ჰანდანოვიჩი — სტოიანოვიჩი, რაიჩევიჩი, არგუსი, ვილერი — ვრსიჩი, ფილიპოვიჩი, მერტელი, სალალიჩი — ტავარესი, იბრაიმი. "შალკე": ფერმანი — კირხოფი, აოგო, ჰიოვედესი, ფუხსი — უჩიდა, ბარნეტა, ნოიშტადტერი, მაიერი, — ჰუნტელაარი, ჩუპო-მოტინგი. სატურნირო მდგომარეობა: 1. ჩელსი - 11ქ 2. სპორტინგი - 7ქ 3. შალკე - 5ქ 4. მარიბორი 3ქ H ჯგუფი "პორტუ" - "შახტარი" (23:45) ამ მატჩს სატურნირო მდგომარეობისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. "პორტუმ" პირველი ადგილი გაინაღდა, ხოლო "შახტარმა" მეორე. დონეცკელებს პირველი ადგილის დაკვავების არანაირი შანსი არ აქვს. "შახტარი" დღევანდელ შეხვედრას სერიოზული დანაკლისით შეხვდება. დისკვალიფიაკციის გამო უკრაინელებს ლუიზ ადრიანო, სრნა და კუჩერი დააკლდებათ. სწორედ ამიტომ, დღევანდელ შეხვედრაში მირჩა ლუჩესკუს გადახალისებული შემადგენლობით თამაში მოუწევს. "პორტუ" ბრწყინვალე ფორმაშია. ლოპედეგუის შეგირდებს პორტუგალიის ჩემპიონატში ბოლო 5 მატჩში 4 მოგება და 1 ფრე აქვთ. აღსანიშნავია, რომ ამ 5 მატჩში "პორტოს" ფეხბურთელებმა მეტოქის კარში 15 ბურთი ისე გაიტანეს, რომ მხოლოდ 2 გოლი მიიღეს. სავარაუდო შემადგენლობები: "პორტუ": ანდრეს ფერნანდესი — რიკარდუ პერეირა, მაიკონი, მარკანო, ალექს სანდრო — რუბენ ნევეში, ევანდრო, კინტერო — კუარეჟმა, აბუბაკარი, ადრიანი შახტარი: კანიბოლოცკი — ილსინიო, კრივცოვი, რაკიცკი, შევჩუკი — სტეპანენკო, ფრედი — მარლოსი, ალექს ტეიშეირა, ბერნანდი — გლადკი "ატლეტიკი" - "ბატე" (23:45) ეს გუნდები ევროპა ლიგისთვის იბრძოლებენ. "ატლეტიკ ბილბაოს" ევროპა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად ფრეც აწყობს, "ბატეს" კი შესაბამისად მხოლოდ გამარჯვება სჭირდება. ამ გუნდებს შორის გამართული წინა მატჩი ბელორუსების გამარჯვებით დასრულდა, ამიტომაც დღეს ესპანელებს რევანშის აღება მართებთ. თუმცა, ბილბაოს გამარჯვების მოპოვება ბენიატის, ეჩეიტას, გურპეგისა და ადურისის გარეშე მოუწევთ. ადურისისა და გურპეგის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა, ხოლო ბენიატი და ეჩეიტა დღეს მოედანზე გასვლას ვერ მოახერხებენ. რაც შეეხება გურპეგის, 34 წლის ფეხბურთელი "ატლეტიკს" დისკვალიფიკაციის გამო ვერ დაეხმარება. "ბატეს" დღეს ძირითადი გუნდის რამდენიმე მოთამაშე დააკლდება. ბელორუსების დახმარებას ტრავმის გამო მლადენოვიჩი, პოლიაკოვი და პავლოვი ვერ მოახერხებენ. სავარაუდო შემადგენლობები: "ატლეტიკი": ირაისოსი — ირაოლა, სან ხოსე, ლაპორტი, ბალენსიაგა — მიკელ რიკო, იტურასპე — სუსაეტა, დე მარკოსი, მუნიაინი — ვიგერა "ბატე": ჩერნიკი — ჰაგუში, ჰაიდუჩიკი, ფილიპენკო, მ. ვოლოდკო — იაბლონსკი, ა. ვოლოდკო — გორდეიჩუკი, კარნიცკი, ბაგა — როდიონოვი 1. პორტუ - 13ქ 2. შახტარი - 8ქ 3. ატლეტიკი - 4ქ 4. ბატე 3ქ ტოტალიზატორის მოყვარულებმა, იხილეთ: ოთხშაბათის "დღის ფსონი" - 7,36 კოეფიციენტი მატჩების კოეფიციენტები იხილეთ აქ: www.iveriabet.com fsonebi preview

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

შანსი იუნაიტედს - ჩელსი სტუმრად შეფილდთან განადგურდა [VIDEO]

პრემიერ ლიგის 35-ე ტურში ლონდონის „ჩელსი" სტუმრად „შეფილდ იუნაიტედთან" განადგურდა - 0:3.

დღეს, 22:24

მეორე ფეხბურთელი 21-ე საუკუნეში, რომელსაც ერთ ჩემპიონატში 20+ გოლი და 20+ ასისტი დაუგროვდა

„ვალიადოლიდთან" მიმდინარე შეხვედრაში, ლეო მესიმ ისტორიული რეკორდი დაამყარა.

დღეს, 22:20

როდის გაირკვევა კოუტინიოს მომავალი?

ფილიპე კოუტინიო საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილებას ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ მიიღებს.

დღეს, 21:45

მიზეზი, რის გამოც ნეიმარი პსჟ-ში კიდევ მინიმუმ ერთ სეზონს გაატარებს

ნეიმარი მომდევნო სეზონშიც „პსჟ-ს" ფეხბურთელი იქნება.

დღეს, 21:41

ერთი გუნდი პრემიერ ლიგიდან უკვე ოფიციალურად გავარდა

პრემიერ ლიგის 35-ე ტურში „ნორვიჩი" საკუთარ კედლებში „ვესტ ჰემთან" 0:4 განადგურდა.

დღეს, 21:35

დამსახურებული ტიტული - ვაკო გვილია პოლონეთის ჩემპიონია!

პოლონეთის ჩემპიონატის 35-ე ტურში ვარშავის "ლეგია" საკუთარ მოედანზე "კრაკოვიას" დაუპირისპირდა.

დღეს, 21:24

რთული ამოცანის წინაშე - რა სჭირდება ლივერპულს ყველა დროის რეკორდის დასამყარებლად?

როგორც იცით, პრემიერ ლიგაში დაგროვებული ქულების რეკორდი ამჟამად „მანჩესტერ სიტის" ეკუთვნის (100 ქულა).

დღეს, 20:12

პირველი საშინაო ფეხის დაცდენა - უკანასკნელად ვინ და როდის წამოიღო ქულა ენფილდიდან?

პრემიერ ლიგის 35-ე ტურში, „ლივერპულმა" შინ „ბარნლის" ვერ მოუგო.

დღეს, 20:06

ლივერპულმა შინ ბარნლი ვერ გატეხა [VIDEO]

პრემიერ ლიგის 35-ე ტურში, ინგლისის ახალმა ჩემპიონმა, „ლივერპულმა", საკუთარ კედლებში „ბარნლის" უმასპინძლა.

დღეს, 20:00

ბარსელონა ყიდულობს ფეხბურთელს, რომელსაც ჯერ სან-პაულოს პირველ გუნდში დებიუტიც არ ჰქონია

„ბარსელონამ" „სან-პაულოსთან" თავდამსხმელის, გუსტავო მაიას ტრანსფერი შეათანხმა, იტყობინება Mundo Deportivo.

დღეს, 19:52

ფოტო: ჩელსი ზიეჩს მიესალმა

ლონდონის „ჩელსი" „ტვიტერში" თავდამსხმელ ჰაკიმ ზიეჩს მიესალმა.

დღეს, 19:44

"იქნებ, ბექჰემმა დამირეკოს", - რაკიტიჩი MLS-ში შესაძლო გადასვლაზე

„ბარსელონას" ხორვატმა ნახევარმცველმა, ივან რაკიტიჩმა, ამერიკულ MLS-ში შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა.

დღეს, 19:41

მანჩესტერ სიტი კულიბალის გამო ორ ფეხბურთელს დათმობს

„მანჩესტერ სიტი" „ნაპოლის" მცველზე, კალიდუ კულიბალიზე ფიქრს ვერ ეშვება.

დღეს, 19:39

ქართველი სპორტსმენები, რომლებსაც მოსკოვის ცსკა-ში უთამაშიათ - მათ შორის 2 ფეხბურთელია

ოფიციალურად დადასტურდა, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია მოსკოვის "ცსკა"-ში გადავიდა.

დღეს, 18:07

"დიახ, მე გეი ვარ", - პრემიერ ლიგის ვარსკვლავმა ქამინგ-აუტის გაკეთების სურვილი გამოთქვა

ინგლისის პრემიერ ლიგის ტოპ-ფეხბურთელმა არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია აღიარა.

დღეს, 17:18

ინტერმა ლაუტაროს ფასი დააკლო

„ინტერის" ფორვარდის, ლაუტარო მარტინესის „ბარსელონაში" შესაძლო გადასვლაზე საუბრები არ წყდება.

დღეს, 17:14

ზიდანი: "ის, რასაც კურტუა ყველა მატჩში აკეთებს, ფენომენალურია"

მადრიდის „რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, „ალავესთან" მოგების (2:0) შემდეგ, ტიბო კურტუა შეაქო.

დღეს, 17:10

იუვენტუსისთვის დიბალას კონტრაქტი პრიორიტეტულია - ახალი ხელშეკრულების დეტალები ცნობილია

„იუვენტუსს" პაულო დიბალასთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს.

დღეს, 16:46

მანჩესტერმა სანჩოს იაფიან ალტერნატივას ბარსელონაში მიაგნო

„მანჩესტერ იუნაიტედი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, გაძლიერების ვარიანტებს განიხილავს.

დღეს, 16:42

სიტის ექს-მცველი: "რონალდუს და მესის შემდეგ ერთი ფეხბურთელი მოდის"

„მანჩესტერ სიტის" ყოფილმა მცველმა, ჯოლეონ ლესკოტმა, რაჰიმ სტერლინგის თამაში ძალიან მაღალ დონეზე დააყენა.

დღეს, 16:39

სარი: "გვარდიოლა მართალი იყო, ატალანტასთან მატჩები სტომატოლოგთან წასვლას ჰგავს"

„იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ, „ატალანტასთან" მოახლოვებული შეხვედრა შეაფასა.

დღეს, 16:34

"ლევი - წადი", - ტოტენჰემის გულშემატკივრები თვითმფრინავს ამზადებენ

„ტოტენჰემ ჰოტსპურის" გულშემატკივრები გუნდის პრეზიდენტის, დანიელ ლევის გადაწყვეტილებების გაპროტესტებას აპირებენ.

დღეს, 16:21

იყო თუ არა პენალტი მენდიზე? ყოფილი მსაჯის შეფასება

ყოფილმა მსაჯმა, ანდუხარ ოლივერმა, „რეალი" - „ალავესის" შეხვედრაში დანიშნულ პენალტს ეხმაურება.

დღეს, 16:17

დე ბრუინი სიტიში ყველაფრის მიუხედავად დარჩება, თუმცა ამას არასაფეხბურთო მიზეზი აქვს

„მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველი, კევინ დე ბრუინი, გუნდში დარჩენას აპირებს.

დღეს, 16:14

იბრაჰიმოვიჩი: "არც კი ვიცი, ვინ არის რანგნიკი"

„მილანის" თავდამსხმელს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს, გუნდის პოტენციურ მომავალ მწვრთნელზე, რალფ რანგნიკზე ჰკითხეს.

დღეს, 16:11

ფოტო: ალიანც არენა დღეს ლგბტ-მოძრაობის ფერებში განათდება

შაბათს, „ალიანც არენა" ლგბტ-მოძრაობის მხარდასაჭერ ფერებში განათდება.

დღეს, 16:08

დღევანდელ მატჩში ყაზაიშვილმა და კაშიამ მაისურზე შაქარაშვილის სახელი დაიწერეს [ფოტო]

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ამერიკაში ფეხბურთი განახლდა, სადაც ორი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს.

დღეს, 15:47

"სეტიენის იმედზე ვერ ვიქნებით, გპირდებით, ხავის მოვიყვან", - ბარსას პრეზიდენტობის კანდიდატი

"ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატმა, ვიქტორ ფონტმა კიკე სეტიენთან დაკავშირებით საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 14:46

"პრემიერ ლიგის მეორე ადგილი ინგლისის თასის მოგებაზე მნიშვნელოვანია", - პეპი

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ ერთმანეთს პრემიერ ლიგა და ინგლისის თასები შეადარა:

დღეს, 14:38
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10