ავტორიზაცია

ფრენკი დე იონგი: მზად ვარ, ევროსთვის გავრისკო

ფრენკი დე იონგი: მზად ვარ, ევროსთვის გავრისკო
თარიღი 05 Jun 2024, 17:25
ბარსელონას ნიდერლანდელი ფეხბურთელი, ფრენკი დე იონგი აცხადებს, რომ მზადაა, ევროპის ჩემპიონატზე სათამაშოდ გარისკოს.

„მზად ვარ, ევროსთვის გავრისკო, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ კოჭის დაზიანება ქრონიკულ ტრავმად არ გადაიქცეს. ამჟამად ამის საშიშროება არ არსებობს - ოპერაცია სწორედ ამიტომ არ გამიკეთებია.

დიახ, სეზონში კოჭის ტრავმა უკვე მესამედ მივიღე, თანაც, ერთი და იმავე ადგილზე, თუმცა საფრთხის წინაშე არ ვარ. მეორე დაზიანების შემდეგ, ალბათ, ვარჯიში დროზე ადრე დავიწყე და ტრავმა ჯერ კიდევ მახსოვდა,“ - განაცხადა ფრენკი დე იონგმა.

27 წლის ნახევარმცველი აპრილში მიღებულ ტრავმას იშუშებს, თუმცა, ნიდერლანდების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა ის ევროპის ჩემპიონატის განაცხადში შეიყვანა. თუ ფრენკი სრულად აღდგენას მოასწრებს, ის გუნდისთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იქნება.

გავრცელებული ცნობებით, ბარსას გერმანელი მთავარი მწვრთნელი, ჰანსი ფლიკი დე იონგზე იმედებს ამყარებს, მაგრამ კატალონიური მის თაობაზე პოტენციურ შეთავაზებებს განიხილავს.