ავტორიზაცია

რამდენს გამოიმუშავებს მოურინიო ფენერბაჰჩეში? — კონტრაქტის დეტალები ცნობილია

რამდენს გამოიმუშავებს მოურინიო ფენერბაჰჩეში? — კონტრაქტის დეტალები ცნობილია
თარიღი 06 ივნ 2024, 10:42
ჟოზე მოურინიო კარიერას ფენერბაჰჩეში გააგრძელებს — პორტუგალიელმა სპეციალისტმა თურქულ კლუბთან კონტრაქტი უკვე გააფორმა.

ახალ კლუბთან მოურინიომ 2 წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და მისი ანაზღაურება ფენერბაჰჩეში სეზონში 21 მილიონი ევრო იქნება.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ფენერბაჰჩე თურქეთის ჩემპიონატში მეორე ადგილზე გავიდა და ლიდერს, გალათასარაის მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩა.