ავტორიზაცია

ჰარი მაგუაიერი ევრო 2024-ს გამოტოვებს?

ჰარი მაგუაიერი ევრო 2024-ს გამოტოვებს?
თარიღი 06 ივნ 2024, 16:27
ინგლისის ნაკრებისა და მანჩესტერ "იუნაიტედის" მცველმა ჰარი მაგუაიერმა შესაძლოა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი გამოტოვოს. 

როგორც The Telegraph იუწყება, 31 წლის ფეხბურთელს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. 

მაგუაიერი ამჟამად ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს. ევროპის ჩემპიონატი კი მომავალ კვირას დაიწყება. 

როგორც ბრიტანული მედია იტყობინება, მაგუაიერი დიდი ალბათობით ჯგუფურ ეტაპზე თამაშს ვერ შეძლებს და მხოლოდ პლეი-ოფის ეტაპისთვის იქნება მწყობრში.

ინგლისის ნაკრები ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე სერბეთს (16 ივნისს), დანიას (20 ივნისი) და სლოვენიას (25 ივნისი) დაუპირისპირდება.