მბაპეს რეალში გადასვლის შემდეგ რონალდუმ მსოფლიო რეკორდი დაამყარა

მადრიდის რეალში ტრანსფერის გაოფიციალურების შემდეგ, კილიან მბაპემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რასაც რონალდუს კომენტარი და მსოფლიო რეკორდი მოჰყვა.

ფრანგი ფეხბურთელის გამოქვეყნებულ პოსტზე, რონალდუმ დააკომენტარა: "ახლა ჩემი ჯერია გიყურო. მოუთმენლად ველოდები როდის ააკაშკაშებ ბერნაბეუს" - აღნიშნულმა კომენტარმა 4 მილიონზე მეტი მოწონება დაიმსახურა, რაც ინსტაგრამზე რეკორდია.
