ზურიკო დავითაშვილის სატრანსფერო ღირებულება გაიზარდა

ავტორიტეტულმა გერმანულმა სააგენტო Transfermarkt-მა საფრანგეთის ლიგა 2-ში მოასპარეზე ფეხბურთელთა სატრანაფერო ფასები განაახლა.
ცვლილება საქართველოს ნაკრებისა და "ბორდოს" ვინგერს ზურიკო დავითაშვილსაც შეეხო.
23 წლის შემტევის სატრანსფერო ღირებულება 500 000-ით გაიზარდა და ამჟამად 3.0 მილიონ ევროს შეადგენს.
დავითაშვილმა ლიგა 2-ის დასრულებულ სეზონში 37 მატჩი ჩაატრა, რომელშიც 8 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა.