ავტორიზაცია

ლე ნორმანი ატლეტიკოს უახლოვდება

ლე ნორმანი ატლეტიკოს უახლოვდება
თარიღი 07 Jun 2024, 12:49
ატლეტიკო მადრიდი ახალი სეზონისთვის, დაცვის ცენტრის გაძლიერებას გეგმავს. მადრიდელები რეალ სოსიედადის ესპანელი უკანახაზელის, რობინ ლე ნორმანის დამატებას გეგმავენ. ბასკ მცველს კარგი სეზონი ჰქონდა და არაა გასაკვირი, რომ მისი წაყვანა დიეგო სიმეონეს სურს, თან ატლეტიკოს დაცვაში აქვს პრობლემები. სავიჩი ასაკში შევიდა, ხიმენესი ბევრს ტრამვიანობს და ამის ფონზე ახალი მცველის დამატება ლოგიკურია, თან მარიო ჰერმესო გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით ტოვებს და უკანა ხაზში შევსება სავალდებულოა.

28 წლის მცველმა გასულ სეზონში ბასკების შემადგენლობაში 42 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი გაიტანა. ესპანელი მცველის გამოსასყიდი თან 50 მილიონს შეადგენს და ატლეტიკო მზადაა ეს თანხხა გადაიხადოს.