ლაუტარო ინტერში 2029 წლამდე დარჩება — კონტრაქტის დეტალები ცნობილია
მილანის ინტერის შემტევი, ლაუტარო მარტინესი ახალ კონტრაქტს გააფორმებს — მხარეები ბოლო დეტალებს აგვარებენ.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალი კონტრაქტის მიხედვით ლაუტარო ინტერში 2029 წლამდე დარჩება და სეზონში ხელფასის სახით 9 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ბონუსებიც დაემატება.
შეგახსენებთ, რომ ლაუტარო მარტინესი ინტერის ღირსებას 2018 წლიდან იცავს და ჩატარებულ 280 შეხვედრაში 128 გოლი გაიტანა და 42 ასისტი გაიფორმა. 26 წლის არგენტინელს კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისს ეწურება და მისი სატრანსფერო ღირებულება 110 მილიონი ევროა.