ავტორიზაცია

ნაპოლი ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერის დასაბლოკად ყველაფერს აკეთებს

ნაპოლი ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერის დასაბლოკად ყველაფერს აკეთებს
თარიღი 07 Jun 2024, 17:59
საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია დიდი ალბათობით, ნეაპოლურ კლუბში დარჩება. ამის შესახებ ინფორმაციას L'Equipe ავრცელებს. 

წყაროს ცნობით, 23 წლის გარემარბი ზაფხულში "ნაპოლიში" დარჩენას უფრო და უფრო უახლოვდება. 

"პარტენოპეის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი და გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ კვარაცხელიას "პსჟ"-ში ტრანსფერი დაბლოკონ. 

გასულ სეზონში კვარამ ყველა ტურნირზე 45 მატჩში ჩაატარა, რომელშიც 11 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა.