ორტეგამ მანჩესტერ სიტისთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
მანჩესტერ "სიტიმ" სათადარიგო მეკარესთან, სტეფან ორტეგასთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა.
ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, გერმანელი მეკარე ორწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.
აღნიშნულია, რომ მხარეებმა ახალი კონტრაქტის პირობებზე სიტყვიერ შეთანხმება მიაღწიეს.
წყაროს ინფორმაციით, ორტეგას კარიერის გასაგრძელებლად ბევრი ვარიანტი ჰქონდა, მაგრამ გერმანელმა მეკარემ მანჩესტერ "სიტიში" დარჩენა გადაწყვიტა.