ვიტსელი მადრიდის ატლეტიკოსთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს
მადრიდის "ატლეტიკოს" მცველი აქსელ ვიტსელი ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტს 2025 წლამდე გაახანგრძლივებს.
ამის შესახებ ცნობილი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება.
წყაროს ცნობით, ბელგიელ ფეხბურთელს, გუნდის მთავარი მწვრთნელი, დიეგო სიმეონე მნიშვნელოვან მოთამაშედ თვლის.
გასულ სეზონში 35 წლის ვიტსელმა "ატლეტიკოს" შემადგენლობაში 51 მატჩი ჩაატარა, რომელშიც ორი გოლი გაიტანა.