ავტორიზაცია

ვესტ ჰემმა ლუის გილერმესთვის სამედიცინო შემოწმება დაგეგმა

ვესტ ჰემმა ლუის გილერმესთვის სამედიცინო შემოწმება დაგეგმა
თარიღი 09 ივნ 2024, 00:46
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ვესტ ჰემმა პალმეირასთან, ბრაზილიელი ტალანტის, ლუის გილერმეს თაობაზე შეთანხმებას მიაღწია.

ბრაზილიური კლუბი ფიქსირებულ 23 მილიონ ევროს (პლუს 7 მილიონი ევროს ბონუსების სახით) მიიღებს და შემდეგი ტრანსფერიდან 20% ერგება.

ლუის გილერმე მომავალ კვირაში ინგლისში სამდიცინო შემოწმებას გაივლის და ვესტ ჰემის ფეხბურთელი გახდება. ბრაზილიელი ბრიტანეთში დღეს გაფრინდება, ორშაბათს კი თავის გარემოცვასთან ერთად ლონდონში ჩავა.

წყაროს ცნობით, სამედიცინო შემოწმება სამშაბათს იგეგმება, ხოლო ოთხშაბათს ფეხბურთელი ინგლისურ კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

18 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი პალმეირასის აღზრდილია. ის აკადემიაში 2017-2023 წლებში ირიცხებოდა, შემდეგ კი პირველ გუნდში დააწინაურეს. მის ანგარიშზე 45 მატჩი და 1 გოლია.