ავტორიზაცია

პარი სენ-ჟერმენმა მატვეი საფონოვის ტრანსფერი შეათანხმა

პარი სენ-ჟერმენმა მატვეი საფონოვის ტრანსფერი შეათანხმა
თარიღი 09 ივნ 2024, 00:59
ფაბრიციო რომანოს ცნობით, კრასნოდარის მეკარის, მატვეი საფონოვის პარი სენ-ჟერმენში ტრანსფერი გადაწყდა.

პსჟ რუსი კიპერის სანაცვლოდ ფიქსირებულ 20 მილიონ ევროსა და პლუს ბონუსებს გადაიხდის. სამედიცინო შემოწმების შემდეგ, საფონოვი ფრანგულ კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

25 წლის ფეხბურთელს საზღვარგარეთ ჯერ არ უთამაშია. ის კრასნოდარის აკადემიის პროდუქტია, პირველ გუნდში კი 2017 წლიდან თამაშობს. 2021 წელს მატვეი რუსეთის ნაკრებშიც გამოიძახეს.

აღსანიშნავია, რომ კეილორ ნავასსა და სერხიო რიკოს პარიზელებთან კონტრაქტი 30 ივნისს ეწურებათ. დიდი ალბათობით, საფონოვი მათ შემცვლელად მოიაზრება და ჯანლუიჯი დონარუმას დუბლიორობა დაევალება.