ავტორიზაცია

ჰანსი ფლიკი დეკუსთან 3 ფეხბურთელის მომავალს განიხილავს

ჰანსი ფლიკი დეკუსთან 3 ფეხბურთელის მომავალს განიხილავს
თარიღი 10 Jun 2024, 19:07
Sport-ის ინფორმაციით, ბარსელონას ახალი მწვრთნელი, ჰანსი ფლიკი კლუბის სპორტულ დირექტორ დეკუს შეხვდება.

გერმანელი სპეციალისტი შვებულების დასრულების შემდეგ მასთან რამდენიმე ფეხბურთელის მომავალს განიხილავს. წყაროს ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება ვიტორ როკეს, ჟაოუ ფელიშსა და მარკ გიუს მიექცევა.

ზახფულის სატრანსფერო ფანჯარაზე კატალონიური კლუბი როკეს ან გიუ იჯარით გაუშვებს - ფლიკმა უნდა გადაწყვიტოს, ვის გაანათხოვრებენ. ამასთან, ჰანსიმ ბარსას ხელმძღვანელობას უნდა შეატყობინოს, გუნდში ფელიშის დატოვება სურს თუ არა.

ასევე, აღსანიშნავია, რომ "ბლაუგრანამ" კლემან ლანგლესა და სერჟინიო დესტს უკვე უთხრა, რომ ისინი ფლიკის გეგმებში არ შედიან და ზაფხულში სხვა კლუბის მოძებნა მოუწევთ.