ბაიერნი ჩელსის მცველის შეძენას გეგმავს
ლონდონის "ჩელსის" ცენტრალურმა მცველმა ლევი კოლვილმა შესაძლოა კარიერა სხვა კლუბში გააგრძელოს.
როგორც ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი სოციალურ ქსელში წერს, 21 წლის ფეხბურთელის მომსახურებით "ბაიერნი" ინტერესდება.
აღნიშნულია, რომ მიუნხენური კლუბი სერიოზულად ცდილობს ახალგაზრდა ფეხბურთელის შეძენას, რომელიც დიდი ხანია "ბაიერნის" ინტერესთა სფეროშია.
ჟურნალისტის თქმით, თუ მიუნხენელებმა ვერ შეძლეს ლევერკუზენის "ბაიერის" მცველის ჯონათან ტას შეძენა, კოლვილი საუკეთესო ალტერნატივა იქნება "რეკორდმაისტერისთვის".