იუვენტუსი დუგლას ლუისის სანაცვლოდ ორი ფეხბურთელისა და 20 მილიონი ევროს შეთავაზებას აპირებს
ტურინის "იუვენტუსი" "ასტონ ვილას" ნახევარმცველ დუგლას ლუიზის ტრანსფერით აქტიურად ინტერესდება.
ჟურნალისტ ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ბრაზილიელის ტრანსფერისთვის, "ბებერი ქალბატონი" მზადაა ორ ფეხბურთელს შეელიოს და გარდა ამისა, 20 მილიონი ევრო გადაიხადოს.
წყარო ამბობს, რომ "იუვენტუსი" მზადაა ნახევარმცველი ვესტონ მაკკენი და გარემარბი სამუელ ილინგი გაუშვას.