ავტორიზაცია

რონალდ კუმანი დე იონგის ტრავმაზე: ბარსელონას გამო დავზარალდით

რონალდ კუმანი დე იონგის ტრავმაზე: ბარსელონას გამო დავზარალდით
თარიღი 11 ივნ 2024, 13:56
დღეს ცნობილი გახდა, რომ ფრენკი დე იონგი ტრავმის გამო ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს.

ამასთან დაკავშირებით, ნიდერლანდების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა ისაუბრა.

"ტესტებმა აჩვენა, რომ დე იონგს ვარჯიშისას კოჭი მუდმივად უღიზიანდება. საბოლოოდ, მივხვდით, რომ ის სრულად მზად 3 კვირის შემდეგაც კი არ იქნება.

ფრენკის წარსულში ტრავმები ჰქონია, რის გამოც მის ჯანმრთელობაზე უნდა ვიზრუნოთ. კლუბმა (ბარსელონამ) გარისკვა გადაწყვიტა და ახლა სწორედ ამან გვაზარალა," - აცხადებს კუმანი.

ნიდერლანდელმა 2023/24 წლების სეზონში კოჭი სამჯერ დაიზიანა, მათ შორის, ორჯერ - სეზონის დასკვნით ნაწილში. რამდენჯერმე ბარსამ მისი დაბრუნება დააჩქარა.

კუმანი, რასაკვირველია, ფრენკის დონის ფეხბურთელის დაკარგვით იმედგაცრუებულია, ვინაიდან, ის გუნდის ერთ-ერთი ლიდერია.

27 წლის მოთამაშე კატალონიაში ბრუნდება, რათა მკურნალობა განაგრძოს და პრესეზონისთვის მოემზადოს.