ავტორიზაცია

ბარსელონამ ჯერემი ფრიმპონგის თაობაზე შეთავაზება გააკეთა

ბარსელონამ ჯერემი ფრიმპონგის თაობაზე შეთავაზება გააკეთა
თარიღი 11 ივნ 2024, 14:30
Sport-ის ჟურნალისტის, დავიდ ბერნაბეუ რევერტერის ინფორმაციით, ბარსელონამ, საკმაოდ მოულოდნელად, ჯერემი ფრიმპონგის თაობაზე შეთავაზება გააკეთა.

წყაროს ცნობით, ნიდერლანდელი მარჯვენა მცველის შეძენა პირადად ჰანსი ფლიკს სურს. ლევერკუზენი, შესაძლოა, ტრანსფერში ფეხბურთელების ჩართვაზეც თანახმა იყოს, რაც ბარსას საქმეს გაუმარტივებს. ბარტერში ჩართვის ერთ-ერთი კანდიდატი ანსუ ფატია, რომელმაც გასული სეზონი იჯარით ბრაიტონში გაატარა და "ბლაუგრანას" გეგმებში არც მომავალი სეზონისთვისაა.

ფრიმპოგი ბუნდესლიგის ჩემპიონის რიგებს მიმდინარე ზაფხულში დატოვებს. ნიდერლანდელი საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილებას ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მიიღებს. მისი სატრანსფერო ღირებულება 50 მილიონ ევროდაა შეფასებული.

23 წლის ფეხბურთელი 2023/24 წლების სეზონში ლევერკუზენის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო. მან 14 გოლი და 10 ასისტი მიითვალა.