საბა ლობჟანიძის სატრანსფერო ღირებულება გაიზარდა

ავტორიტეტულმა გერმანულმა სააგენტო Transfermarkt-მა MLS-ში მოთამაშეთა სატრანსფერო ფასები განაახლა.
ცვლილება საქართველოს ნაკრებისა და "ატლანტა იუნაიტედის" გარემარბ საბა ლობჟანიძესაც შეეხო.
29 წლის შემტევის სატრანსფერო ფასი მილიონით გაიზარდა და ამჟამად, 3 მილიონ ევროს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ ლობჟანიძემ MLS-ის მიმდინარე სეზონში 16 მატჩი ჩაატარა, რონელშიც ოთხი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.