საქართველოს ჩემპიონატის აღმართის დაძლევის მესამე ეტაპი სანდრო თავართქილაძემ მოიგო
9 ივნისს, დიდგორში საქართველოს ჩემპიონატის აღმართის დაძლევის მესამე ეტაპი გაიმართა, რომლის გამარჯვებული სანდრო თავართქილაძე გახდა.
სანდრომ აღმართი Subaru Impreza-თი დაძლია და საუკეთესო დრო, 2:37:130 დააფიქსირა. მეორე ადგილზე გიორგი არჯევანიძე გავიდა, ხოლო მესამე პოზიცია ივანე მძელურმა დაიკავა.
საქართველოს ჩემპიონატის აღმართის დაძლევის შემდეგი, მე-4 ეტაპი 3 ნოემბერს გაიმართება.