ავტორიზაცია

რობერტ ლევანდოვსკიმ თურქეთთან ამხანაგურ მატჩში ტრავმა მიიღო

რობერტ ლევანდოვსკიმ თურქეთთან ამხანაგურ მატჩში ტრავმა მიიღო
თარიღი 11 Jun 2024, 17:09
პოლონეთსა და თურქეთს შორის გამართულ ამხანაგურ მატჩში, 32-ე წუთზე, ტრავმის გამო რობერტ ლევანდოვსკი მოედნიდან გაიყვანეს.

როგორც ჩანს, 35 წლის ფეხბურთელმა დაზიანება ბარძაყის მიდამოში მიიღო. მიუხედავად ამისა, პოლონეთის ნაკრებში ოპტიმისტურად არიან განწყობილნი და სჯერათ, რომ გუნდის ლიდერი ევროპის ჩემპიონატზე მზად იქნება.

"რობერტს მცირე ტრავმა აქვს. მისი ევროზე თამაში საფრთხის ქვეშ არ უნდა იყოს," - თქვა პოლონელთა მთავარმა მწვრთნელმა, მიხალ პრობეჟმა.

თურქეთთან მატჩი, რომელიც პოლონეთმა 2-1 მოიგო, ლევანდოვსკისთვის ეროვნულ ნაკრებში 150-ე აღმოჩნდა.

პოლონეთი ევრო 2024-ზე ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს 16 ივნისს, ნიდერლანდების ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.