LIVE რეიტინგი: რომელ ადგილზე გადაინაცვლა საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში?
![LIVE რეიტინგი: რომელ ადგილზე გადაინაცვლა საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში?](http://storage.goal.ge/uploads/posts/8D8Fz14FlJQxD1PRFciTtDT2C8YnfsqI.jpg)
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ბოლო მატჩი ჩაატარა და მონტენეგროს ნაკრები 3:1 დაამარცხა.
![](https://storage.goal.ge/uploads/posts/0GUddC3i6HccoShvjOfw0kECnLoR6hTF.jpg)
ამ გამარჯვების შედეგად ვილი სანიოლის გუნდს რეიტინგში 5.16 კოეფიციენტი მოემატა და ბოსნია ჰერცეგოვინას გაუსწრო, რომელიც თავის მხრივ ინგლისის და იტალიის ნაკრებთან დამარცხდა.
![](https://storage.goal.ge/uploads/posts/0GUddC3i6HccoShvjOfw0kECnLoR6hTF.jpg)
შეგახსნებთ, რომ რეიტინგში საქართველოს ნაკრებს ყველაზე ცუდი შედეგი 156-ე ადგილია, ხოლო საუკეთესო მაჩვენებელი 42-ე პოზიცია გახლავთ.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში 18 ივნისს თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.