კონტემ შეხვედრა გამართა ნაპოლის კაპიტანთან, რომელიც იუვენტუსის სატრანსფერო სამიზნეა
"ნაპოლის" ახალი მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე ჯოვანი დი ლორენცოს კლუბში დარჩენაში დარწმუნებას ცდილობს.
30 წლის მარჯვენა მცველს ნეაპოლური გუნდიდან წასვლას გეგმავს, რის შესახებაც მისმა აგენტმა ღიად განაცხადა.
სამშაბათს, კონტე შეხვდა გუნდის კაპიტანს და მის აგენტს, რათა განეხილათ სიტუაცია.
Sky Sport-ის ცნობით, დიალოგმა მშვიდად ჩაიარა, მაგრამ დიდი შედეგი არ მოიტანა - ვითარება იგივე დარჩა.
ფეხბურთელის წარმომადგენელმა განმარტა, თუ მისმა კლიენტმა რატომ გადაწყვიტა გუნდის შეცვლა, მწვრთნელი კი მოთამაშის წარმომადგენელს არწმუნებდა, რომ მომავალ სეზონში იტალიელზე დაყრდნობას აპირებდა.
შეგახსენებთ, რომ "იუვენტუსი" ჯოვანი დი ლორენცოს ტრანსფერისთვის იბრძვის. ტურინელები სიტუაციას აკვირდებიან და მოლაპარაკებების დასაწყებად შესაფერის მომენტს ელოდებიან.