გარეთ საუთგეიტი: თუ ევროპის ჩემპიონები ვერ გავხდებით, ალბათ, აქ აღარ ვიქნები
გარეთ საუთგეიტმა The Times-თან საუბრისას განაცხადა, რომ თუ თავისი გუნდი ევრო 2024-ის გამარჯვებული არ გახდება, არსებობს შანსი, მან ინგლისის ნაკრები დატოვოს.
"თუ ევროპის ჩემპიონები ვერ გავხდებით, ალბათ, აქ აღარ ვიქნები. სავარაუდოდ, ეს ბოლო შანსია. ვფიქრობ, ეროვნული ნაკრებების მწვრთნელების დაახლოებით 50% დიდი ტურნირის შემდეგ მიდის - სანაკრებო ფეხბურთის სპეციფიკა ასეთია.
თითქმის 8 წელია, ნაკრებს ვწვრთნი და ნელ-ნელა დასასრულს ვუახლოვდებით. პუბლიკის წინაშე ყოველთვის ვერ გახვალ და ვერ იტყვი: "ცოტა კიდევ მაცადეთ, გთხოვთ." რაღაც მომენტში ხალხი რწმენას კარგავს.
თუ გვინდა, დიდი გუნდი ვიყოთ და თუ მე მსურს, რომ ტოპ მწვრთნელი ვიყო, თავი გადამწყვეტ მომენტებში უნდა გამოვიჩინოთ," - განაცხადა ინგლისელმა სპეციალისტმა.
გავრცელებული ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედის ხელმძღვანელობა საუთგეიტს ერიკ ტენ ჰაგის შემცვლელად განიხილავდა, თუმცა უკვე გაირკვა, რომ ნიდელრანდელი "ოლდ ტრაფორდზე" დარჩება.