ავტორიზაცია

ევრო 2024 | ვის ეყოლება ყველაზე მეტი წარმომადგენელი?

ევრო 2024 | ვის ეყოლება ყველაზე მეტი წარმომადგენელი?
თარიღი 12 ივნ 2024, 14:36
14 ივნისს სტარტს ევროპის ჩემპიონატი აიღებს, რომელზეც მონაწილეობას არაერთი ფეხბურთელი მიიღებს. საინტერესოა, ვინ ჰყავს ყველაზე მეტი წარმომადგენელი ევრო 2024-ზე?

Transfermarkt-ის მიხედვით, ყველაზე მეტი, 13-13 წარმომადგენელი მანჩესტერ სიტისა და ინტერ მილანს ჰყავთ. “ქალაქელთა” კონტინგენტი რამდენიმე ნაკრებს მოიცავს, მათ შორის - ინგლისს, პორტუგალიას, ბელგიას, ხორვატიას, ესპანეთს, შვეიცარიასა და ნიდერლანდებს. “ნერაძურის” მოთამაშეები კი იტალიის, ნიდერლანდების, საფრანგეთის, თურქეთის, შვეიცარიის, ალბანეთისა და ავსტრიის რიგებში გვხვდებიან.

სიტისა და ინტერს, 12-12 ფეხბურთელით პარი სენ-ჟერმენი, რეალ მადრიდი და ბარსელონა მოჰყვებიან, რომლებსაც ესპანეთსა და საფრანგეთში ბევრი წარმომადგენელი ჰყავთ. ბაიერნი და ლაიფციგი ევროზე 11-11 ფეხბურთელით იქნებიან წარმოდგენილნი, არსენალსა და ლევერკუზენს კი 10-10 მოთამაშე ეყოლებათ.

სრული სია:

• მანჩესტერ სიტი - 13
• ინტერი - 13
• პსჟ - 12
• რეალ მადრიდი -12
• ბარსელონა -12
• ბაიერნი - 11
• ლაიფციგი - 11
• არსენალი - 10
• ლევერკუზენი - 10
• ლივერპული - 9
• იუვენტუსი - 9
• რომა - 9
• სლავია - 9
• მანჩესტერ იუნაიტედი - 8
• მილანი - 8
• ბოლონია -8
• ვოლფსბურგი - 8
• ბრენტფორდი - 7
• ატლეტიკო - 7
• ფენერბაჰჩე - 7