ბუნდესლიგის კლუბმა ბუდუ ზივზივაძე მომდევნო სეზონის განაცხადში შეიყვანა
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის, ბუდუ ზივზივაძე შესაძლოა მომდევნო სეზონში გერმანიის ბუნდესლიგაში გადავიდეს.
tag24-ის ცნობით, ქართველი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს ზტ. პაული იჩენს, რომელმაც გასულ სეზონში ბუნდესლიგა 2 მოიგო და მომდევნო წელს უმაღლეს ლიგაში იასპარეზებს.
უფრო მეტიც, გერმანული გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზტ. პაულმა ოფიციალურ საიტზე ბუდი ზივზივაძე განაცხადში შეიყვანა, თუმცა, მალევე ამოიღო და ფაქტი ტექნიკური ხარვეზით ახსნა.
შეგახსენებთ, რომ ბუდუ ზივზივაძემ ბუნდესლიგა 2-ის გასულ სეზონში კარლსრუეს მაისურით 12 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გაიფორმა.