ავტორიზაცია

კრიშტიანუ რონალდუ: პორტუგალიის ახალი თაობა ევრო 2024-ის მოგებას იმსახურებს

კრიშტიანუ რონალდუ: პორტუგალიის ახალი თაობა ევრო 2024-ის მოგებას იმსახურებს
თარიღი 14 ივნ 2024, 19:55
ლეგენდარული პორტუგალიელი, კრიშტიანუ რონალდუ აცხადებს, რომ საკუთარი ქვეყანა ევრო 2024-ის მოგებას იმსახურებს.

"მჯერა, რომ ეს თაობა ასეთი ტურნირის მოგებას იმსახურებს. ნახევარფინალი? ვიმედოვნებ, უფრო შორს წავალთ. ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ, მომენტით ვიცხოვროთ, მშვიდად ვიყოთ, ვიმუშაოთ და დავიჯეროთ, რომ ეს შესაძლებელია. ვიცით, რომ ეს ტურნირი დიდხანს არ გრძელდება, მაგრამ გუნდი მზადაა.

ეს ჩემი მე-6 ევროპის ჩემპიონატია და მაქსიმალური სიამოვნება უნდა მივიღო, კარგად ვითამაშო და დავრწმუნდე, რომ გამარჯვება შეგვიძლია," - განაცხადა რონალდუმ.

ოქროს ბურთის 5-გზის მფლობელი ევროზე მეექვსედ ითამაშებს და შეეცდება, აღნიშნული ტურნირი მეორედ მოიგოს. პორტუგალია F ჯგუფშია, რომელშიც მის გარდა თურქეთი, საქართველო და ჩეხეთი არიან.

რობერტო მარტინესის გუნდი პირველ მატჩს 18 ივნისს ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს, 22 ივნისს თურქეთს შეხვდება, 26 ივნისს კი საქართველოს დაუპირისპირდება.