ავტორიზაცია

ევრო 2024 - მეორე სათამაშო დღე | პრევიუ

ევრო 2024 - მეორე სათამაშო დღე | პრევიუ
თარიღი 15 Jun 2024, 11:36
მეორე სათამაშო დღე ქალაქ კიოლნში გაიხსნება. შეხვედრის მთავარი არბიტრი სლოვენიელი სლავკო ვინჩიჩი იქნება, ერთანეთს უნგრეთი და შვეიცარია დაუპირისპირდებიან. რა უნდა ვიცოდეთ მატჩის წინ? უნგრეთი ზედიზედ მესამედ ახერხეს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას, სულ კი ეს მათ ისტორიაში მეხუთე ტურნირი იქნება. 

ევრო 2020 ზე უნგრელები ჯგუფში ჩარჩნენ , ხოლო 8 წლის წინ მოახერხეს ჯგუფიდან გახწევა, მაგამ ის სულ სხვა გუნდი იყო. უნგრეთის ეროვნულ გუნდს უკვე 6 წელია იტალიელი მარკო როსი უდგას სათავეში. სამფერიანები უკვე 2 წელია არ მარცხდება ოფიციალურ შეხვედრებში უკანასკნელად მარკო როსი და მისი გუნდი 2022 წლის სექტემბერში იტალიასთან დამარცდნენ.

უნგრელთა მთავარი ლიდერი და ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანი დომინიკ სობოსლაი, საკმაოდ ცუდ ფორმაში იმყოფება, მაგამ ნაკრებში ის ყოველთვის გამორჩეული და სახიფათოა. 2024 წელს გუნდმა 4 ამხანაგური მატჩი ჩაატარა სადანაც 3 მოიგო და ერთი დამარცხდა. სამივე შეხვედრა გუნდმა საშინაო კედლებში მოიგო და ისიც უნდა ვთქვათ, რომ როსის გუნმდა გოლიც არ გაუშვა.



მარტის თვეში ბუდაპეშტში, ჯერ თურქეთი დაამარცხეს 1-0 , შემდეგ კი კვლავ დედაქლაქში კოსოვოს აჯობეს 2-0. სანამ გუნდი გაემგზავრებოდა გერმანიაში კიდევ ორი ტესტ მატჩი ჩაატარა დამარცხდა დუბლინში ირლანდიასთან 2-1 და გერმანიაში გაფრენამდე ქალაქ დებრეცენში ისრაელი ანგარიშით 3-0 გაანადგურა.

 რაც შეეხება უნგრეთის მეტოქეს ის შვეიცარია იქნება. შვეიცარიელებმა მიგვაჩვიეს, რომ ისინი უნდა იყვნენ ევრო სარბიელზე 2008 რვა საერთოდ მათ ქვეყანაში გაიმართა და ევრო 2012 მერე გერმანიის მეზობლებმა არცერთი ტურნირი არ გამოტოვეს . წინა ტურნირზე შვეიცარიელებმა ნამდვილი სურპრიზი შემოგვთავაზეს, ტურნირის ფავორიტი საფრანგეთის ნაკრები სწორედ მურად იაქინის გუნდმა დაამარცხა.

შემდეგ კი პენალტების სერიაში დრამატულად ესპანეთთან დამარცხდნენ. შვეიცარიელები ტყვილად არ მოიაზრებიან გერმანიის შემდეგ ფაორიტებად ამ ჯგუფში. შვეიცარიელებმა შესარჩევ ეტაპზე ბოლო 4 მატჩიდან ვერცერთ ვერ მოიგეს და 1 დამარცხდნენ, მაგამ მათ გერმანიის საგზურ ნაადრევად გაინაღდეს და ამ მატჩების ვერ მოგებით არაფერი შეცვლილე.

ამხანაგური მაჩთები გუნდმა კარგად ჩაატარა 4 შეხვედრა 2 მოგება 2 ფრე: დანიასთან 0-0, ირალნდიასთან 0-1, ესტონეთთან 0-4 და ბოლო შეხვედრა მათთვის კარგად ნაცნობ ავსტრიასთან ჩაატარეს და ფრედ 1-1 ეთამაშნენ. ურთიერთ შეხვედრებს რაც შეეხება ამ მხრის, ისტორა საკმაოდ მოკლე და მცირე გუდნები სულ სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს პირველად 1938 წლის მუნდიალზე სადაც უნგრელებმა 2-0 მოიგეს შემდეგ კი 2018 წლის მუნდიალის შესარჩევ ციკლში, იქ პირველ მატჩი შვეიცარიამ მოიგო ჯამში 8-4.



სავარაუდო შემადგენლობა

უნგრეთი: გუაცი, ლანგი, ორბანი, ატილ სალაი; ბოლა, ნაგი, შაფერი, კერკეზი; რონალდ სალაი, სობოსლაი და ვარგასი

შვეიცარია: სომერი, როდრიგესი, აკანჯი, ელვედი; ნდოიე, ჯაკა, ფროილერი, ვიდმერი; შაქირი, ვარგასი, ამდუნი

ტრავმირებულები:

უნგრელები ფაქტობრივად დანაკლისის გარეშე წავიდნენ ტურნირზე ამ წუთისთვის ლოიკ ნეგოს აქვს მცირე დაზიანება, მაგამ დიდი შანსია შაბათს მან თამაში პირველივე წამიდან დაიწყოს. ერთადერთი მოთამაშე ვინც ვერ დაეხმარება გუნდს და განაცხადს მიღმა დაზიანების გამო დარჩა ზოლტ კალმარია ცენტრალური ნახევარმცველი ევრო სარბიელს ტრამვის გამო გამოტოვებს.

შვეიცარიელთა მხარეს თითქმის ყველა მოთამაშე მზადაა სათამაშოდ მცირე ტრამვები აწყხებთ ბრილ ემბოლოს და დენის ზაქარიას, მაგრამ საკმაოდ კარგი და მაღალი დონის მოთამაშეები განაცხადს მიღმა დარჩნენ: ჰარის სეფეროვიჩი 32 წლის შემტევი არაა სახარბიელო ფორმაში და ამის გამო ტურნირს მიღმა დარჩა, ასევე გერმანიაში არ გაემგზავრნენ ჯიბრილ სოუ, ედმილსონ ფერნანდეში და კევინ ბაბუ.


მწვრთნელების კომენტარები

მარკო როსი, "უნგრეთის მწვრთნელი: "შვეიცარიამ მიაღწია შესანიშნავ შედეგებს მურატ იაკინის მეთაურობით. მათ ჰყავთ გუნდში საუკეთესო მოთამაშეები, რომლებიც თამაშობენ დიდ ლიგებში ან ტოპ გუნდებში. ხარისხის თვალსაზრისით, ისინი ჩვენზე და ჩვენზე უკეთესები არიან. ველით, რომ ისინი ითამაშებენ თანამედროვე ფეხბურთს, უფრო მეტიც, მათ მიაღწიეს კვალიფიკაციას ბოლოდროინდელ ევროებსა და მსოფლიო თასებზე, ასე რომ, ისინი ნამდვილად არიან გუნდი, რომლისგანაც ჩვენ არ გვეშინია გამოწვევების, ჩვენ დარწმუნებული ვართ და ვიცით, რომ გვაქვს ნებისმიერ მეტოქესთან მოგების შანსი."

მურატ იაკინი, შვეიცარიის მწვრთნელი: "მოველით, რომ ისინი ითამაშებენ ძლიერად და კარგად ორგანიზებულ გუნდად. ჩვენ ვეცდებით მათ გამოწვევას და გამარჯვებულად გამოვიდეთ. მაგრამ ეს მოითხოვს ჩვენგან იღბლიანობას და კარგად გამოვლენას დღეს. ჩვენ გვაქვს. იმისთვის, რომ ვითამაშოთ ჩვენი თამაში, რომელზეც ჩვენ ვიმუშავეთ, საბოლოო ჯამში, მათზე მეტი გოლის გატანა გვჭირდება".

დღის მეორე მატჩი უდაოდ ტურის ცენტრალური დაპირისპირება. ბერლინში, ოლიმპიაშტედიუმზე ერთანეთს, ესპანეთი და ხორვატია შეხვდებიან, მატჩის მთავარი არბიტრი მაიკალ ოლივერი იქნება. ესპანეთის ნაკრები ტურნირის ერთ-ერთი ფაორიტია ლუის დე ლა ფუენტას გუნდის უდაო ლიდერი, მანჩესტერ სიტის ჩამშლელი როდრია, რომლის გარშემოც აეწყობა თამაში.

ესპანელთა შუახაზელი ბურთის განაწილებაში და მეტოქის გუნდის ჩაშლაში პირველი სიმი იქნება. ესპანელებს საკმაოდ ახალგაზრდული გუნდი ყავთ. ფერმინ ლოპესი, იამალი, პედრი, ნიკო ვილიამსი ეს მოთამაშეები 23 წლისაც არ არიან და უკვე ესეთ მნიშვნელოვან ტურნირში იღებენ მონაწილეობას. შეგახსენებთ, რომ ესპანეთ სწორედ ჩვენ ჯგუფში იყო და პირველი ადგილიდან მოახერხა ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა.



ბოლო მარცხი ესპანელებს წელიწადზე მეტი ხნის წინ ჰქონდათ ‘’ფურია როხა’’ შოტლანდიასთან გასვლაზე დამარცხდა. წითლებმა 4 ამხანაგური შეხვედრა ითამაშეს საიდანაც ერთი დათმეს 0-1 კოლუმბიასთან, ერთი ფრედ ითამაშეს 3-3 ბრაზილიასთან და ეს მატჩი ნამდვილად საოცარი გამოდგა და უკანასკნელი ორი მატჩი მოიგეს ძალიან დამაჯერებლად მოიგეს ჯამში 10-1, ანდრორასთან და ჩრდილოეთ ირლანდიასთან.

ესპანეთმა ზედიზედ ორჯერ მოახერხა ევრო სარბიელზე ტრიუმფი 2008 და 2012 წლებში. შემდეგი ორი ტურნირი არც ისე ცუდი გამოდგა, წინა ევროზე გუნდი იტალიასთან ნახევარ ფინალში დამარცხდა. გერმანიაში კი ესპანელებს რასაკვირველია ტიტულის მოგება სურთ და ერთპიროვნული ლიდერობა ევროპაში შეგახსენებთ, რომ 3-3 ტიტული იტალიას და ესპანეთს აქვთ ხორვატიას, როგორც ყოველთვის ძალიან დაბალანსებული და ორგანიზებული გუნდი ჰყავთ.

თითქოს ზლატკო დალიჩის გუნდი გადაბერდა, მაგამ ლუკა მოდრიჩი და მისი გუნდი მზადაა მორიგი სასწაულისთვის. ხორვატია სტანილუარდ გამოსი ევროპის ჩემპიონატზე 2004 წლის მერე არცერთი ევრო მოვლენა გამოტოვებული არ აქვთ. ხორვატებმა გერმანიაში გამომგზავრებამდე ყველა ამხანაგური შეხვედრა მოიგეს. დაამარცხეს: ტუნისი, ეგვიპტე, მაკედონია და ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფაორიტი პორტუგალია.

ეს ორივე გუნდი ერთმანეთს საკმაოდ კარგად იცნობს. ისინი ერთმანეთს ბოლოს ერთა ლიგის ფინალში შეხვდნენ სადაც ძირითადი დრო 0-0 დასრულდა და პენალტებში 5-4 ესპანეთმა მოიგო. რა თქმა უნდა გასახსენებელია ბოლო მატჩი დიდი ფორუმზე. ევრო 2020 სადაც სუპერ თრილერი ვნახეთ. ძირითადი დრო 3-3 დასრულდა, მაგრამ დამატებით ტაიმში ესპანელებმა მაინც გაუტანეს ხორვატებს და 5-3 იმარჯვეს.



ესპანეთის ნაკრებში ვერ მოხვდნენ; მარკო ასენსიო, პაბლო სარაბია, ჟერალდ მორენო, პაუ ტორეს და ხოსე გაია. ასევე ტრამვის გამო არ იქნება გავი ბარსელოას შუახაზელმა გამოჯამრთლება ვერ მოასწრო. სხვა მხრივ ესპანელები მზად არიან ევროსთვის. ხორვატების შემადგენლობაში თაობათა ცვლა მიდის.

გუნდში ბევრი ახალი მოთამაშეა და ისინი გამოცდილ ხალხთან არიან შეწყვილებულები. პეტერ მუსა, ბრაკალო, კალეტა კარი და ბარიშიჩ ამ მოთამაშეებისთვის ნაკრებში ადგილი არ იყო. კარგ ფორმაშია ლოვრო მაიერი და შეიძლება მანდ გაიბრწყინოს კიდეც.

სავარაუდო შემადგენლობები:

ესპანეთი: სიმონი; კარვახალი, ლე ნორმანი, ნაჩო, გრიმალდო; ოლმო, როდრი, რუისი; იამალი, მორატა, ვილიამსი

ხორვატია: ლივაკოვიჩი; სტანიშიჩი, შუტალო, პონგრაჩიჩი, გვარდიოლი; კოვაჩიჩი, ბროზოვიჩი, მოდრიჩი; მაიერი, კრამარიჩი, ბუდიმირი


მწვრთნელების კომენტარები

ლუის დე ლა ფუენტე, ესპანეთის მწვრთნელი: "მე ნამდვილად აღფრთოვანებული ვარ ხორვატი ფეხბურთელების მენტალიტეტით, რადგან ისინი ეროვნული სიამაყის, ერთიანობის გრძნობის, ეროვნული ნაკრებით ამაყის მაგალითია - მე ვამაყობ, როდესაც ჩვენ იგივეს ვგრძნობთ. ჩვენს ქვეყანაში პირველი მიზანი ყოველთვის უნდა იყოს კონკურენცია და გამარჯვების პოზა ვისაც შეუძლია ამ თასის მოგება“.

ზლატკო დალიჩი, ხორვატიის მწვრთნელი: "ევრო 2024-ის უძლიერეს ჯგუფში ვიმყოფებით, ევროპის მოქმედი ჩემპიონი იტალიით და ერთა ლიგის გამარჯვებული ესპანეთი. ესპანეთმა დაგვამარცხა ერთა ლიგის ფინალში პენალტების სერიაში და ასევე 5-3 სანახაობრივად. მათ წინააღმდეგ თამაშის გამოცდილება გვაქვს, ამიტომ ამჯერად ვეცდებით მათ დავამარცხოთ.

სათამაშო დღის ბოლო შეხვედრაში დორტმუნდში, სიგნალ იდუნა პარკზე გაიმართება, სადაც იტალიის ნაკრები და ალბანეთის ეროვნული გუნდი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ალბანეთის ნაკრებმა ევრო 2024-ის საგზური მოულოდნელად პირდაპირ საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოიპოვა — სილვიონიოს გუნდმა E ჯგუფში 15 ქულა მოაგროვა და პირველ ადგილზე გავიდა.

აღსანიშნავია, რომ ალბანეთმა ჩეხეთს და პოლონეთს აჯობა. იტალია კი C ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და ევრო 2024-ს მოქმედი ჩემპიონის სტატუსით ხვდება. გუნდები ერთმანეთს სულ 4-ჯერ შეხვდნენ და ოთხივე მატჩი იტალიელი ფეხბურთელების გამარჯვებით დასრულდა — ბოლოს იტალიამ ალბანეთი 2022 წელს 3-1 დაამარცხა.



სპალეტის გუნდს 6 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და ბოლოს საკვალიფიკაციო ეტაპზე ინგლისთან დამარცხდა. ალბანეთმა კი უკანასკნელი 5 მატჩიდან 2 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 1 წააგო.

სავარაუდო შემადგენლობები:

იტალია - დონარუმა, ბონჯორნო, ბასტონი, დარმიანი, დი ლორენცო, დი მარკო, ჟორჟინიო, კრისტანტე, ფრატეზი, კიეზა, სკამაკა

ალბანეთი - ჯიმსიტი, აეტი, მიტაი, ჰიუსაი, ასლანი, რამადანი, ბაჰრამი, ასანი, სეფერი, ბროია