ავტორიზაცია

ევრო 2024 | იტალია 2-1 ალბანეთი

ევრო 2024 | იტალია 2-1 ალბანეთი
თარიღი 16 Jun 2024, 01:14
დორტმუნდში, "სიგნალ იდუნა პარკზე", ევროპის ჩემპიონატის B ჯგუფის მეორე მატჩი გაიმართა, რომელშიც იტალიამ ალბანეთი 2-1 დაამარცხა.

შეხვედრა ძალიან მოულოდნელად დაიწყო: 23-ე წამზე, ფედერიკო დიმარკოს მიერ არაზუსტად მოწოდებული აუტის შემდეგ, ბურთი ხელში ნედიმ ბაირამიმ ჩაიგდო და უძლიერესი დარტყმით ჯანლუიჯი დონარუმას შანსი არ დაუტოვა (საინტერესოა, რომ ლუჩანო სპალეტის გუნდმა გოლი ისე გაუშა, ბურთს ფეხით არცკი შეხებია). მიუხედავად ამისა, ალბანეთმა დიდხანს ვერ გაძლო - მე-11 წუთზე ალესანდრო ბასტონიმ თავური დარტყმით წონასწორობა აღადგინა, 5 წუთში კი ნიკოლო ბარელამ შორეული გასროლით იტალია წინ გაიყვანა. მეორე ტაიმში გოლი აღარ გასულა და "სკუადრა აძურამ" 3 ქულა მოიპოვა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ფედერიკო კიეზა დასახელდა.

B ჯგუფის პირველ მატჩში ესპანეთმა ხორვატიას 3-0 მოუგო და, შესაბამისად, ბურთების უკეთესი შეფარდებით ცხრილის სათავეშია. მეორე ადგილზე იტალია იმყოფება, ალბანეთი მესამე პოზიციას იკავებს, ხორვატია კი ბოლო ადგილზეა.

ამ ჯგუფში მეორე ტურის შეხვედრები 19-20 ივნისს გაიმართება. ალბანეთი ხორვატიას შეხვდება, იტალია კი ესპანეთს დაუპირისპირდება.