ოფიციალურად: სერხიო რამოსმა სევილია დატოვა
სევილიას ცენტრალურმა მცველმა, სერხიო რამოსმა კლუბი დატოვა — ინფორმაცია მხარეებმა ოფიციალურად დაადასტურეს.
38 წლის ესპანელმა ფეხბურთელმა კარიერა სწორედ სევილიაში 2003 წელს დაიწყო, ხოლო 2005 წლიდან რეალის ღირსებას იცავდა. სერხიო რამოსი გასულ ზაფხულში სევილიაში დაბრუნდა და გუნდში ერთი სეზონი გაატარა.
ამ ეტაპზე უცნობია სად გააგრძელებს კარიერას სერხიო რამოსი — მას შემოთავაზებები საუდის არაბეთიდან და MLS-დან აქვს.