კევინ დე ბრუინის ინტერვიუ UEFA-სთან
დღეს, 20:00 საათზე, ევრო 2024-ზე საქმეში ბელგია ჩაერთვება. დომენიკო ტედესკოს შეგირდებს E ჯგუფში პირველი მატჩი სლოვაკეთის წინააღმდეგ ელით.
მატჩის წინ, ბელგიის ნაკრების კაპიტანმა და ერთ-ერთმა ლიდერმა, კევინ დე ბრუინმა UEFA-ს ინტერვიუ მისცა.
ბელგიის მენტალიტეტზე: "კარგია, რომ უკვე აქ ვართ. მომზადების პროცესის დიდხანს გაგრძელება არავის სურს - უბრალოდ, გვინდა, ტურნირი დაიწყოს. ევრო პოზიტიური შედეგით უნდა დავიწყოთ. ამის შემდეგ, ჯგუფიდან გასვლაზე უნდა ვიფიქროთ და მერე ვნახავთ, რა მოხდება. წინ დიდი გზაა და ახლა პროგნოზების გაკეთება უაზროა."
ბელგიის ნაკრებში 100-ზე მეტის მატჩის ჩატარებაზე: „ამაყი ვარ. საბოლოოდ, ხალხი იტყვის, რომ ტიტულები არ მოგვიგია, მაგრამ უკეთესობა აშკარაა - ნაკრებში თამაში სათადარიგოთა სკამიდან დავიწყე, სტადიონზე 5,000 მაყურებლით. 2014-დან სტადიონებმა გავსება დაიწყო და ყველა მხარში გვიდგას - ჩვენი პროგრესი დაუჯერებელია.
ბელგიასთან ერთად მეტის მიღწევა შესანიშნავი იქნებოდა, მაგრამ ასეთი კონკურენციის ფონზე, ეს რთულია. უბრალოდ, ვცდილობ, გუნდისთვის ჩემი საქმე გავაკეთო როგორც ფეხბურთელმა და თანაგუნდელმა. თუ შემიძლია სხვა მოთამაშეებს დავეხმარო, მოხარული ვიქნები."
დომენიკო ტედესკოზე: „რობერტო მარტინესთან ერთად ბრწყინვალე სამუშაო გავწიეთ და ისეთ რაღაცებს მივაღწიეთ, რისთვისაც ბელგიას აქამდე არასდროს მიუღწევია. ამიტომ, ტედესკოს დიდი წნეხი დახვდა. 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, მან ახალგაზრდა ფეხბურთელებით სრულად ახალი გუნდი ააწყო, შესაბამისად, ყველაფერი დომენიკოს სათამაშო სტილზე მორგებული უნდა ყოფილიყო.
ტედესკო ძალიან გახსნილი ადამიანია. ვფიქრობ, მან ამ დრომდე კარგად იმუშავა, ევროზეც გაგვიყვანა და ყველაფერი პოზიტიურად მიმდინარეობს. მაგრამ, საბოლოოდ, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ტურნირზე როგორ ვითამაშებთ."
ბელგიის შანსებზე: “ფურცელზე, სხვა გუნდები ჩვენზე მეტად ფავორიტები არიან, მაგრამ მთავარია, ტურნირზე ჩვენი მომენტი ვიპოვოთ და ამის შემდეგ ყველაფერი შესაძლებელია. ვიმედოვნებ, თამაშს ისე გავაგრძელებთ, როგორც მოსამზადებელ პერიოდში გამოგვდიოდა.
კარგი შედეგით დაწყება ყოველთვის მნიშვნელოვანია. პირველი მატჩის მოგება სასიამოვნოა, მაგრამ ეს 2022 წლის მუნდიალზე მოვახერხეთ და ჯგუფიდან მაინც ვერ გავედით. მომდევნო დღეებში, მენტალურად და ფიზიკურად, საუკეთესოდ მოვემზადებით და იმედი გვაქვს, სლოვაკეთთან დადებით შედეგს მივიღებთ."