კონფერენს ლიგაზე ქართული გუნდების სავარაუდო მეტოქეები ცნობილია

ხვალ, 18 ივნისს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართება.
დღეს ცნობილი გახდა, ქართული გუნდების სავარაუდო მეტოქეების ვინაობა.
ქუთაისის "ტორპედოს" სავარაუდო მეტოქეები: "შკენდია" (ჩრდ. მაკედონია), "ბუდოჩნოსტი" (მონტენეგრო), "ინტერ დ’ესკალდესი" (ანდორა), "ტირანა" (ალბანეთი) და "ლა ფიორიტა" (სან მარინო) არიან.
თბილისის "დინამოს" სავარაუდო მეტოქეები: "ტორპედო" (ბელარუსი), "აქტობე" (ყაზახეთი), "მარსაშლოკი" (მალტა), "მორნარი" (მონტენეგრო) და "ტალინა კალევი" (ესტონეთი) არიან.
როგორც მოგეხსენებათ, მას შემდეგ რაც ბერძნულმა "ოლიმპიაკოსმა" კონფერენს ლიგა მოიგო, "იბერია 1999" კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციოზე ასპარეზობას მეორე ეტაპიდან დაიწყებს.