ევრო 2024: თურქეთი 🆚 საქართველო | პრევიუ
დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე, დორტმუნდში, სიგნალ იდუნა პარკზე ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული მატჩი გაიმართება - საქართველო ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო შეხვედრაში თურქეთს დაუპირისპირდება.
რა უნდა იცოდეთ მატჩის წინ?
თურქეთის წინააღმდეგ გამართულ 5 მატჩში საქართველომ 3 წააგო და 2 ფრედ ითამაშა. ეს სტატისტიკა ვინჩენცო მონტელას გუნდისთვის ნამდვილად პოზიტიურია, თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ ხსენებული შეხვედრები საკმაოდ დიდი ხნის წინ იყო.
საქართველო ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით დიდ ტურნირზე პირველად გავიდა. ნაკრები საკმაოდ კარგ ფორმაშია და თურქეთის დაცვა ხვიჩა კვარაცხელიას უნდა უფრთხოდეს. თავის მხრივ, ჩვენს მეზობელ ქვეყანას ჰაქან ჩალჰანოღლუს სახით ნახევარდაცვაში ძლიერი კადრი ჰყავს.
საქართველომ ბოლო 5 მატჩიდან 2 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 1 წააგო; თურქეთის ანგარიშზე კი 2 ფრე და 3 წაგებაა.
სავარაუდო სასტარტო შემადგენლობები
თურქეთი: გიუნოკი; აიჰანი, დემირალი, ბარდაქჩი, ქარდიოღლუ; ოზჯანი, ჩალჰანოღლუ; გიულერი, ილდიზი, აქთიურქოღლუ; ილმაზი
საქართველო: მამარდაშვილი; კვერკველია, კაშია, დვალი; კაკაბაძე, კვეკვესკირი, ქოჩორაშვილი, შენგელია, ჩაკვეტაძე; კვარაცხელია, მიქაუტაძე
მწვრთნელთა კომენტარები
ვინჩენცო მონტელა (თურქეთის მწვრთნელი): „გერმანიაში თამაში დიდი პატივია და იმედი მაქვს, ბევრი გულშემატკივარი გვეყოლება. საქართველო შესაფასებლად რთული გუნდია, ისინი ძალიან მოტივირებულნი იქნებიან. ეს მარტივი მატჩი არ იქნება, მშვიდად უნდა ვიყოთ და ორგანიზებულად ვიმოქმედოთ. ფეხბურთი თურქეთის კულტურის ნაწილია და ეს ვნება წლებია გრძელდება. აქ ოცნებისთვის, ვართ რაც უნდა გავაცნობიეროთ და ყველაფერი გავიღოთ.”
ვილი სანიოლი (საქართველოს მწვრთნელი): “ეს ჩვენი პირველი მატჩია, მაგრამ ასეა თურქეთისთვისაც და დარწმუნებული ვარ, ისინი ჩვენზე დიდ წნეხში არიან. მონტელას გუნდის ძლიერ მხარეებზე საუბარი რომ დავიწყოთ, აქ ყოფნა დიდხანს მოგვიწევს, რადგან მათ დიდებული ტექნიკის მქონე ფეხბურთელები ჰყავთ. დიდებული შეხვედრა გველის. საბერძნეთთან ფინალის შემდეგ, ბევრ მოთამაშეს ყოველდღიური რუტინის დაბრუნება გაუჭირდა, რადგან ოცნებებში არიან - ეს უნდა დასრულდეს და ფოკუსი დავიბრუნოთ.”

დღესვე, 23:00 საათზე, გაიმართება ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრაც, რომელშიც ერთმანეთს პორტუგალია და ჩეხეთი დაუპირისპირდებიან.