ავტორიზაცია

რეალ მადრიდმა ანდრეი ლუნინის შემცვლელი იპოვა

რეალ მადრიდმა ანდრეი ლუნინის შემცვლელი იპოვა
თარიღი 19 ივნ 2024, 14:56
Relevo-ს ინფორმაციით, მიმდინარე ზაფხულში ანდრეი ლუნინი რეალ მადრიდის დატოვებას სერიოზულად განიხილავს, რადგან მეტი სათამაშო დრო სურს. მიზეზი, რატომაც მას კლუბთან კონტრაქტი არ გაუხანგრძლივებია, სწორედ ესაა.

ამავე წყაროს ცნობით, ახლა, უკრაინელი მეკარის შესაძლო წასვლის ფონზე, მადრიდული გუნდი კეპა არისაბალაგას იჯარის გახანგრძლივებას გეგმავს. რეალ მადრიდში დარჩენით თავად ესპანელი მეკარეც ბედნიერი იქნება.

"ლოს ბლანკოსs" ლუნინთან 5-წლიანი ხელშეკრულება ჰქონდა შეთანხმებული, მაგრამ მას აღნიშნული შეთავაზებისთვის არ უპასუხია. ანდრეი საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილებას ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მიიღებს.

გავრცელებული ცნობებით, ლუნინის შეძენით ატლეტიკო მადრიდი და ლონდონის არსენალი ინტერესდებიან.