ავტორიზაცია

ევრო 2024 | კიოლნში შოტლანდიამ და შვეიცარიამ ქულები გაიყვეს

ევრო 2024 | კიოლნში შოტლანდიამ და შვეიცარიამ ქულები გაიყვეს
თარიღი 20 ივნ 2024, 01:11
ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში, A ჯგუფის მეორე შეხვედრაც გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს შოტლანდია და შვეიცარია დაუპირისპირდნენ.

მე-13 წუთზე ანგარიში სკოტ მაკტომინეიმ გახსნა, თუმცა ეს სტივ კლარკის გუნდს პირველი გამარჯვების მოსაპოვებლად არ ეყო, რადგან 26-ე წუთზე, ენტონი რალსტონის შეცდომის შემდეგ, ბურთი ჯერდან შაქირის მიუვიდა, რომელმაც, ძალიან ძლიერი დარტყმით, ულამაზესი გოლი გაიტანა და წონასწორობა აღადგინა. მეორე ტაიმში გუნდებმა ერთმანეთს ვეღარ გაუტანეს დას მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა.


A ჯგუფის მეორე ტურის პირველ შეხვედრაში გერმანიამ უნგრეთს 2-0 მოუგო. "ბუნდესმანშაფტი" 6 ქულით პირველ ადგილზეა, მეორე პოზიციას 4 ქულით შვეიცარია იკავებს, მესამეზე მყოფ შოტლანდიას 1 ქულა აქვს, უნგრეთი კი უქულოდ, ბოლოზეა.