ავტორიზაცია

მაატსენი პრემიერ ლიგაში რჩება

მაატსენი პრემიერ ლიგაში რჩება
თარიღი 20 Jun 2024, 13:09
ინგლისურ პრესაში აქტიურად იწერება, რომ იან მაატსენი კარიერას არა დორტმუნდის ბორუსიაში, არამედ ბირმინგემის ასტონ ვილაში გააგრძელებს. ლონდონის ჩელსი თავის განაპირა მცველში 44 მილიონ ევროს ოთხოვს, რის გადასახდელათაც ასტონ ვილა მზადაა. დორტმუნდს 30 მილიონზე მეტის გადახდა არ სურდა და ამის გამო, ვილას აქვს კარგი შანსი მის შესაძენად. ამ წუთისთვის ნიდერლანდელი მოთამაშე ნაკრებთან ერთად ევოპის ჩემპიონატზე იმყოფება. კლუბსა და ფეხბურთელს შორის პირადი კონტრაქტი დარჩა შესათანხმებელი. ჩელსის გაყიდვები სჭირება და სწორედ ეს არის მიზეზი მაატსენის გაშვების. 

მაატსენმა გასულ სეზონში დიდი, პროგრესი განიცადა დორტმუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალიც ითამაშშა და არაა გასაკვირი, რომ მის მიმართ დიდი ინტერესია. ასტონ ვილას, სავარაუდოდ ალექ მორენო დატოვებს, ხოლო ლუკა დინის კონკურენტი სწორედ მაატსენი იქნება.