ევრო 2024 | ინგლისმა დანიასთან ქულები დაკარგა

ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში, C ჯგუფში დანიასა და ინგლისს შორის გამართული შეხვედრა 1-1 დასრულდა.
"სამი ლომი" მე-18 წუთზე ჰარი კეინმა დააწინაურა, მაგრამ 34-ე წუთზე მორტენ ჰიულმანდმა წონასწორობა აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

დღეს ამ ჯგუფის მეორე შეხვედრაც 1-1 მორჩა. სლოვენია ჟან კარნიჩნიკის გოლით იგებდა, მაგრამ ბოლო წამებზე ლუკა იოვიჩმა სერბეთს ქულა გადაურჩინა.
ინგლისი (4 ქულა) ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს, დანია (2 ქულა) მეორე პოზიციაზე იმყოფება, სლოვენია (2 ქულა) - მესამეზე, სერბეთი (1 ქულა) კი ბოლოზეა.
ინგლისელები მომდევნო ტურში სლოვენიელებს დაუპირისპირდებიან, დანიელები კი - სერბებს. ორივე მატჩი 25 ივნისს გაიმართება.