ავტორიზაცია

ევრო 2024 | ესპანეთმა იტალიას სძლია და მერვედფინალში გავიდა

ევრო 2024 | ესპანეთმა იტალიას სძლია და მერვედფინალში გავიდა
თარიღი 21 ივნ 2024, 01:47
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, ესპანეთსა და იტალიას შორის გელზენკირხენში გამართული შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა.

ფელტინს-არენაზე მატჩი ესპანელთა აშკარა უპირატესობით წარიმართა. 55-ე წუთზე, ნიკო უილიამსის ჩაწოდების შემდეგ, ჯანლუიჯი დონარუმას მიერ მოგერიებული ბურთი რიკარდო კალაფიორის მოხვდა და ამ უკანასკნელმა ავტოგოლი მიითვალა. მიუხედავად იმისა, რომ "ფურია როხამ" კიდევ არაერთი მომენტი შექმნა, მხოლოდ და მხოლოდ მინიმალური სხვაობით მოიგო.



ესპანეთს 6 ქულა აქვს და, გერმანიის მსგავსად, მერვედფინალში უკვე გასულია.