ევრო 2024: საქართველო 🆚 ჩეხეთი | პრევიუ
დღეს, თბილისის დროით 17:00 საათზე, ევროპის ჩემპიონატზე საქართველო მეორე მატჩს გამართავს. ვილი სანიოლის გუნდის მეტოქე ჩეხეთი იქნება.
დებიუტანტმა საქართველომ პირველ ტურში, თურქეთთან წაგების მიუხედავად, ძალიან კარგი შთაბეჭდილება მიიღო და მინიმუმ 1 ქულას იმსახურებდა. „ჯვაროსნებმა“ თურქებს გამათანაბრებელი გოლი გაუტანეს, თუმცა, საბოლოოდ, 1-3 წააგეს. პირველ მატჩში ჩეხეთიც დამარცხდა - ივან ჰაშეკის შეგირდებმა პორტუგალიასთან 1-2 წააგეს.
საქართველო მერთ მიულდურის გოლით აგებდა, ანგარიში კი გიორგი მიქაუტაძემ გაათანაბრა, მაგრამ არდა გიულერმა შესანიშნავი გასროლით თურქეთი კვლავ წინ გაიყვანა. ბოლო წამებზე მეტოქის საჯარიმოში გიორგი მამარდაშვილიც ჩავიდა, თუმცა ქართველებმა ბურთი დაკარგეს, თურქები შეტევაზე გადავიდნენ და ქერემ აქთიურქოღლუმ ცარიელ კარგი გაიტანა.
ჩეხეთი პორტუგალიას ლუკაშ პროვოდის გოლით უგებდა, მაგრამ რობინ ჰრანაჩის ავტოგოლით პორტუგალიამ წონასწორობა აღადგინა, საბოლოოდ კი, მატჩის მიწურულს, ფრანსიშკუ კონსეისაუმ თავის გუნდს მოაგებინა და ივან ჰაშეკის შეგირდებმა შეხვედრა დათმეს.
მას შემდეგ, რაც ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი არსებობს, პირველი მატჩის წაგების შემდეგ მომდევნო ეტაპზე მხოლოდ 2 გუნდი გავიდა - ეს სლოვაკეთმა და ჩრდილოეთ ირლანდიამ 2016 წელს შეძლეს, ახლა კი საქართველომ უნდა ცადოს, რომ მესამე ასეთი ნაკრები გახდეს.
დღეს ფრე ჩეხეთს მერვედფინალში გასვლის იმედებს დაუტოვებს, მაგრამ ისინი შემდეგ ეტაპზე ვერ მოხვდებიან, თუ წააგებენ და თურქეთი პორტუგალიასთან არ დამარცხდება.
საქართველოს ბოლო 6 მატჩში 3 მოგება, 2 წაგება და 1 ფრე აქვს, ჩეხეთს კი - 5 მოგება და 1 წაგება. დღევანდელ შეხვედრაში მარცხი, შესაძლოა, ორივე გუნდისთვის ფატალური აღმოჩნდეს.
საქართველოს სავარაუდო XI: მამარდაშვილი; კაკაბაძე, კვერკველია, კაშია, დვალი, შენგელია; ქოჩორაშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია; მიქაუტაძე, ზივზივაძე.
ჩეხეთის სავარაუდო XI: სტანეკი; ჰოლეში, ჰრანაჩი, კრეიჩი; კოუფალი, ბარაკი, სოუჩეკი, პროვოდი, დოუდერა; ხიტილი, შიკი.
ვილი სანიოლი (საქართველოს მწვრთნელი): „ჩეხეთის ძლიერი და სუსტი მხარეები ვიცით, მაგრამ ყველა მატჩი რთულია. საქართველოსთვის პრობლემა, მეტოქეზე მეტად, დისციპლინაა. როცა მკაცრი დისციპლინით ვთამაშობთ, ყველაფერი კარგადაა. ტურნირზე ყველა გუნდი ძლიერია, მაგრამ მათთან საბრძოლველად მზად ვართ. ჩვენი ხასიათი თურქეთის წინააღმდეგაც ვაჩვენეთ.“
ივან ჰაშეკი (ჩეხეთის მწვრთნელი): „საქართველოს სადებიუტო მატჩი შევისწავლეთ. მათი შეხვედრა ბოლო წუთამდე სანახაობრივი იყო. სანიოლის გუნდი შეტევაში ხიფათს ქმნიდა და ბოლომდე იბრძოლა. მათ, ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც, შესანიშნავი დონე აჩვენეს. ჩვენი მთავარი საზრუნავი კონტრშეტევების მოგერიება უნდა იყოს - საქართველოს ჩვენს ნახევარზე სწრაფად გადმოსვლის საშუალება არ უნდა მივცეთ.“

ამ ჯგუფის მეორე მატჩი - თურქეთსა და პორტუგალიას შორის - სტარტს 20:00 საათზე აიღებს.