ავტორიზაცია

ევრო 2024 | საქართველომ ჩეხეთთან ფრედ ითამაშა და პირველი ქულა აიღო

ევრო 2024 | საქართველომ ჩეხეთთან ფრედ ითამაშა და პირველი ქულა აიღო
თარიღი 22 Jun 2024, 19:12
ევროპის ჩემპიონატის მე-2 ტურში საქართველომ ჩეხეთის წინააღმდეგ გამართულ მატჩში პირველი ქულა აიღო.

პირველი ტაიმის მიწურულს "ჯვაროსნები" გიორგი მიქაუტაძემ (45+4') დააწინაურა - ქართველმა პენალტით გაიტანა და ანგარიში გახსნა. სამწუხაროდ, მეორე ნახევარში, 59-ე წუთზე პატრიკ შიკმა წონასწორობა აღადგინა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 1-1.

დღევანდელ მატჩში გიორგი მამარდაშვილის ბენეფისი ვიხილეთ - ქართველმა მეკარემ არაერთი ურთულესი ბურთი მოიგერია და ჯამში 11 სეივი განახორციელა (8 - პირველ ტაიმშივე). ის შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.


ამ ჯგუფის მეორე შეხვედრა - თურქეთსა და პორტუგალიას შორის - სტარტს 20:00 საათზე აიღებს.


მომდევნო ტურში საქართველო პორტუგალიას დაუპირისპირდება, ჩეხეთი კი - თურქეთს.