ავტორიზაცია

ევრო 2024 | პორტუგალიამ თურქეთი გაანადგურა და ჯგუფიდან გავიდა

ევრო 2024 | პორტუგალიამ თურქეთი გაანადგურა და ჯგუფიდან გავიდა
თარიღი 22 ივნ 2024, 22:02
ევროპის ჩემპიონატის F ჯგუფის მე-2 ტურის მატჩში პორტუგალიამ თურქეთი 3-0 გაანადგურა.

რობერტო მარტინესის გუნდი ბერნარდუ სილვამ (21') დააწინაურა, მალევე კი სამეთ აქაიდინის ავტოგოლით ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა. მეორე ტაიმში კრიშტიანუ რონალდუს ასისტით ბრუნო ფერნანდეშმაც (55') გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.



ამ მოგებით პორტუგალიამ ჯგუფიდან გასვლა გაინაღდა, თურქეთისთვის კი ყველაფერი ბოლო ტურის შეხვედრაში გადაწყდება. 26 ივნისს პორტუგალია საქართველოს დაუპირისპირდება, თურქეთი კი - ჩეხეთს.