ავტორიზაცია

ჯონათან დევიდი 3 ინგლისურ კლუბს შესთავაზეს

ჯონათან დევიდი 3 ინგლისურ კლუბს შესთავაზეს
თარიღი 25 ივნ 2024, 17:29
talkSPORT-ის ინფორმაციით, ლილის ცენტრფორვარდი, ჯონათან დევიდი არსენალს, მანჩესტერ იუნაიტედსა და ტოტენჰემს შესთავაზეს.

წყაროს ცნობით, 24 წლის კანადელის წარმომადგენლებს მიმდინარე ზაფხულში თავიანთი კლიენტის პრემიერ ლიგაში გადაბარგება სურთ.

დევიდს ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი 2025 წელს ეწურება და მოახლოებულ სატრანსფერო ფანჯარაზე მისი ფასი, სავარაუდოდ, £30 მილიონამდე იქნება.

ჯონათანმა 2023/24 წლების სეზონში, ყველა ტურნირზე ერთად, 26 გოლი გაიტანა და ლილს ლიგა 1-ში მე-4 ადგილზე გასვლაში დაეხმარა.