ევრო 2024: საქართველო 🆚 პორტუგალია | პრევიუ
დღეს, პორტუგალიის წინააღმდეგ, საქართველო ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის მატჩს გამართავს.
საქართველო ევრო 2024-ზე აგრესიული ფეხბურთით გამოირჩა და დადებითი შთაბეჭდილება დატოვა, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 1 ქულა აქვს. „ჯვაროსნები“ დღევანდელ შეხვედრას მერვედფინალში გასვლის შანსით ხვდებიან და ჯგუფის ლიდერ პორტუგალიას დაუპირისპირდება.
ეს გუნდები აქამდე ერთმანეთს მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ. 2008 წელს, ევროპის ჩემპიონატამდე გამართულ ამხანაგურ მატჩში, პორტუგალიამ 2-0 იმარჯვა. იმ შეხვედრაში მონაწილეობა კრიშტიანუ რონალდუმ და პეპემ მიიღეს, რომელიც დღესაც ნაკრების წევრები არიან.
იმის გათვალისიწინებით, რომ პორტუგალიას პირველი ადგილი განაღდებული აქვს, სავარაუდოდ, რობერტო მარტინესი რამდენიმე ლიდერს დაასვენებს, თუმცა შემადგენლობაში ბევრ მოტივირებულ ფეხბურთელს დააყენებს.
საქართველოს სავარაუდო XI: მამარდაშვილი; შენგელია, დვალი, კაშია, კვირკველია, გოჩოლეიშვილი; კიტეიშვილი, ქოჩორაშვილი, ჩაკვეტაძე; კვარაცხელია, ზივზივაძე.
დისკვალიფიკაქიის საფრთხის ქვეშ: გველესიანი, კაშია, ქოჩორაშვილი, კვირკველია, მექვაბიშვილი.
პორტუგალიის სავარაუდო XI: კოშტა; ანტონიო სილვა, დანილო, ინასიუ; სემედუ, პალინია, ჟოაუ ნევეში, დალო; ფელიში, რონალდუ, კონსეისაუ.
დისკვალიფიკაქიის საფრთხის ქვეშ: კონსეისაუ, პალინია.
ვილი სანიოლი: „პორტუგალია შესანიშნავი გუნდია, რომელსაც არაერთი ტოპ ფეხბურთელი ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლის მცირე შანსი გვაქვს, მე და ჩემი მოთამაშეები ბოლო წამამდე ვიოცნებებთ. აქ ყოფნა უკვე დიდი მოვლენაა. ტურნირამდე, თუ ვინმე გვეტყოდა, რომ მერვედფინალში გასვლის შანსი ბოლო მატჩამდე გვექნებოდა, ამას გულისცემით დავთანხმდებოდი. მაგრამ ბუნებრივია, რომ ახლა მეტი გვინდა.“
რობერტო მარტინესი: „მნიშნელოვანი მატჩი გველის, რადგან შედეგი გადაწყვეტს, შემდეგ ეტაპზე ვინ მოხვდება და ვინ - არა. ჩემი გუნდი მოედანზე ლიდერებით გავა. კარში დიოგუ კოშტას დავაყენებ, რადგან მეკარეების როტაცია არ მიყვარს. ეს ტურნირი ძალიან მოკლეა და გვჭირდება, რომ დიოგუ და მცველები კარგად შეთამაშებულნი იყვნენ. მოსაგებად ვითამაშებთ.”

დღეს კიდევ 3 მატჩი გაიმართება: სლოვაკეთი-რუმინეთი (20:00, E ჯგუფი, ფრანკფურტი), ეკრაინა-ბელგია (20:00, E ჯგუფი, შტუტგარტი), ჩეხეთი-თურქეთი (23:00, F ჯგუფი, ჰამბურგი)