ევრო 2024: E ჯგუფი - ოთხივე გუნდმა 4-4 ქულა დააგროვა
![ევრო 2024: E ჯგუფი - ოთხივე გუნდმა 4-4 ქულა დააგროვა](http://storage.goal.ge/uploads/posts/BTRsIzAQn1BHsBrj8exnw0YFB0ULHZYD.jpg)
ცოტა ხნის წინ დასრულდა ევროპის ჩემპიონატის E ჯგუფის მე-3 ტურის შეხვედრები.
ფრანკფურტში ერთმანეთს სლოვაკეთი და რუმინეთი დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა. სლოვაკთა მხრიდან გოლი ონდრეი დუდამ გაიტანა, რუმინელთა რიგებიდან კი თავი რეზვან მარინმა გამოიჩინა.
შტუტგარტში კი უკრაინა და ბელგია შეხვდნენ. მატჩი უგოლოდ დასრულდა.
საინტერესოა, რომ ჯგუფში ოთხივე გუნდმა 4-4 ქულა დააგროვა, მომდევნო ეტაპზე გამსვლელთა ვინაობა კი ურთიერთშეხვედრებმა გაარკვია. მერვედფინალში უკრაინა ვერ გავიდა, რომელიც ბოლო ადგილზეა.